ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია
საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პატრიცია გრჟებიკის განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ერთი ერთში იმეორებს იმ ნარატივს, რაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს.
„სიცრუით გაჯერებული დასკვნაა, რომელშიც ხაზს ვუსვამ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ისე არის გადატანილი ფურცელზე, რასაც საუბრობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. სხვათა შორის იქ აღმოჩნდა განათლების რეფორმასთან დაკავშირებითაც პრეტენზიები. ზუსტად იმ ჭრილში, რა ჭრილშიც რადიკალური ოპოზიცია ავრცელებს ამ ყველაფერს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
პატრიცია გრჟებიკიმ, რომელმაც ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში მოამზადა, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ არასწორი აღქმები გაჩნდა და რომ რეალურად არ უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
1773746603
მსოფლიო„ცაჰალი“: ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია
ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაცია ოფიციალურად დაადასტურა. „ისრაელის თავდაცვის არმია აცხადებს, რომ გუშინ, 2026 წლის 17 მარტს ისრა...
1773745691
საზოგადოებალევან მახაშვილი: 4 წელია ამას ვამბობთ, რომ საქართველო პატიოსნად, კეთილსინდისიერად იცავს სანქციებს და ასეც ვაპირებთ მომავალში გაგრძელებას
მმართველი გუნდის შეფასებით, ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების შემდეგ, ევრობიუროკრატები თავის მართლების რეჟიმში არიან. „ქართულ ოცნებაში“ ევროკომისიის პრესსპიკერის იმ განცხადებას აფასებენ, სადაც...
1773744424
ახალი ამბებიკავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ. მათთან ერთად იმყოფებიან თავდაცვი...
1773744312
ახალი ამბებისამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედე...
1773743349
ახალი ამბებიკახა კალაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ საქ...



























