სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს.
„დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.
დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე მუხლის სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ასევე გამოძიებაზე პროცესუალურად ხელმძღვანელ პროკურორებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აღნიშნული ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.
ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ქართველი სამართალდამცველებისთვის ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ პრინციპულად, მკაცრად და ყოველგვარი კომპრომისების გარეშე.
ნებისმიერი პირი, რომელიც არღვევს კანონს და ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს კანონი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, - აცხადებს გეკა გელაძე.
1773745022
საზოგადოებალევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია
საფუძვლიანი ეჭვი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას მიაწოდეს, გამზადებული იყო დასკვნა და უბრალოდ ხელი მოაწერა, ძალიან რეალურია, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილ...
1773744424
ახალი ამბებიკავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ. მათთან ერთად იმყოფებიან თავდაცვი...
1773743349
ახალი ამბებიკახა კალაძე პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ საქ...
1773742523
ახალი ამბებისაბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შ...
1773742387
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელს - ამ საიუბილეო წელს ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
„ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში მარტოებმა, მტრულ გარემოში, ქრისტიანულ სამყაროს მოწყვეტილებმა გამოვატარეთ და დღემდე მოვედით. ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის,...



























