გივი მიქანაძე: დღეიდან დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი ფორმების იმ პუნქტებში დარიგება, საიდანაც პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მშობლებს ფორმების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების იმ პუნქტებში დარიგება, საიდანაც პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მშობლებს ფორმების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
მიქანაძის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია, რომ კონკრეტული კატეგორიის მოსწავლეები უსასყიდლოდ მიიღებენ ფორმებს და ამ შემთხვევაშიც ამავე პუნქტებში გადაეცემათ მათ ფორმები.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სულ მცირე, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს, შეიძინოს. სარეალიზაციო პუნქტების შესახებ მომავალი კვირიდან უკვე საზოგადოებისთვის საჯარო გახდება ინფორმაცია, რათა მოემზადონ და პირველი სექტემბრიდან უკვე იცოდნენ, სად უნდა მოხდეს ფორმების შეძენა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, მომავალი კვირიდან ასევე ამოქმედდება ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მშობლის მიერ ფორმის ონლაინ გამოწერა.
„საცალო ვაჭრობის გადახდისას, თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო ქეშბექ პოლიტიკა, რომელზეც ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებთ ამ ფორმების სარეალიზაციო ფასს. გოგონასი, თუ ბიჭის პიჯაკის ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის, ასევე, ქვედაკაბის სარეალიზაციო ფასი, თითოეულის – 25 ლარი. ამ ფასში შედის როგორც დამზადების, ასევე ტრანსპორტირების, ლოგისტიკის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აქ არ არის გათვალისწინებული არანაირი მოგება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
1787220661
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: ადრე თანამშრომლობის 85-90% ერთ ქვეყანასთან თუ ხდებოდა, ახლა ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და სხვა ქვეყნებთან
საგარეო პოლიტიკის ვექტორებისა და კავშირების დივერსიფიკაცია სომხეთის რებალანსირების პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. კითხვაზე, რომელ...
1787220207
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმ...
1787218172
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებს და გაეროს ქალთ...
1787217055
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ: სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს
„ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე, სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანე...
1787215983
ახალი ამბებიეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს „ლოპოტას“ მიერ 11 მილიონი აშშ დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისა...































