უდანაშაულო მამაკაცი 42 წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
კანზას-სიტიში 1978 წლის 25 აპრილს, ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრა რამდენიმე პირი და სახლში მყოფი, 20-22 წლის სამი ახალგაზრდა მოკლა. მეოთხე მსხვერპლმა 20 წლის სინტია დუგლასმა, სხეულის მძიმე დაზიანებებით გაქცევა მოახერხა რადგან დამნაშავეებს ის გარდაცვლილი ეგონათ .
იმ ღამეს მისურის პოლიციამ დააკავა თინეიჯერი კევინ სტრიკლენდი. სტრიკლენდმა პოლიციას განუცხადა, რომ ის სახლში იყო და ტელევიზორს უყურებდა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ ზეწოლა მოახდინა ქალბატონ დუგლასზე, რომ ეჭვი მასზე მიეტანა. ბიჭუნას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. კევინ სტრიკლენდი, უდანაშაულო ადამიანი, 42 წელზე მეტხანს იხდიდა სასჯელს სამმაგი მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. ჯექსონის ოლქის პროკურორებმა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს ბ-ნი სტრიკლენდის ნასამართლობის განხილვა და მისურის ახალი კანონის მიხედვით შეიტანეს შუამდგომლობა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. კევინ სტრიკლენდი პატიმრობიდან 62 წლის ასაკში გაათავისუფლეს.
ეს იყო ყველაზე გრძელვადიანი უკანონო პატიმრობა შტატის ისტორიაში, მაგრამ მისურის კანონის თანახმად, მას არ აქვს რაიმე ფინანსური კომპენსაციის მიღების უფლება ამიტომ, მისმა ადვოკატებმა გახსნეს GoFundMe გვერდი კევინის ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ამ დრომდე კევინ სტრიკლენდის დასახმარებლად ფონდის შემოწირულობებით შეგროვდა 1,511,440 დოლარი.
ელენე ფერაძე
1781346946
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი: ვერავინ მიგვითითებს ჩვენ იმაზე, რომელი კანონი უნდა შევიტანოთ პარლამენტში, რომელი კანონი უნდა განვიხილოთ, ან რომელი კანონი უნდა გავიწვიოთ, გავაუქმოთ, ან ცვლილება შევიტანოთ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ვერავინ მიუთითებს საქართველოს ხელისუფლე...
1781345189
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვნების ახალ შემადგენლობას გადასცა. გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემაც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება. ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს...
1781345029
საზოგადოებაკახა კალაძე: ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია
თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გ...
1781343104
საზოგადოებაკახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას. მისი...
1781341911
საზოგადოებაკახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
„რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ?“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელ...


























