გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის
შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთჯერადად იქნება მიღებული.

 

„მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვის და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნება მიღებული“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე.

„თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია – სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები.

თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლას სახელმწიფო სრულად უფინანსებს, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების კიდევ უფრო მეტ
შესაძლებლობას ქმნის.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული ახალი შესაძლებლობა არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788082139

მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა წერილობით მიმართვაში სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა, „ნამდვილ მტერს“ დაუპირისპირდნენ

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ „ნამდვილი მტრის“ წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მ...

ირანის უზენაესი ლიდერი

1788079778

ახალი ამბები

პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილიგარემოებებიდ...

შსს განცხადება

1788078334

მსოფლიო

შვეიცარიაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა - მიმდინარეობს დამნაშავის ძებნა

შვეიცარიის ჩრდილოეთში ღამით გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ხუთი კი დაშავდა. მათგანი ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია, წერს BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით. „უ...

საბერძნეთი

1788074808

მსოფლიო

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია

 ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას CNN-ი ნეპალისა და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალუ...

წყალდიდობა

1788071885

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება

ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს. როგორც სტუბი აღნიშნავს, რუსეთთან დიალოგი გარკვეულ ეტაპზე დაიწყება, თუმცა კონკრეტუ...

ფინეთის პრეზიდენტი