რეფერენდუმის საბოლოო შედეგებით, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა

 ისლანდიის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იტყობინება.

სამხრეთ-დასავლეთის ოლქში კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.8%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.7%-მა დაუჭირა მხარი.

 

29 აგვისტოს გამართულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. 272 690 ამომრჩევლიდან 225 031-მა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 82.5%-იან აქტივობას წარმოადგენს.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა სულ 118 040 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო 105 339-მა გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ცარიელი და ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 1 652 შეადგინა, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 0,7%-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788079778

ახალი ამბები

პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილიგარემოებებიდ...

შსს განცხადება

1788078334

მსოფლიო

შვეიცარიაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა - მიმდინარეობს დამნაშავის ძებნა

შვეიცარიის ჩრდილოეთში ღამით გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ხუთი კი დაშავდა. მათგანი ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია, წერს BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით. „უ...

საბერძნეთი

1788074808

მსოფლიო

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია

 ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას CNN-ი ნეპალისა და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალუ...

წყალდიდობა

1788071885

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება

ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს. როგორც სტუბი აღნიშნავს, რუსეთთან დიალოგი გარკვეულ ეტაპზე დაიწყება, თუმცა კონკრეტუ...

ფინეთის პრეზიდენტი

1788070219

ახალი ამბები

საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღ...

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა