დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი საპროტესტო აქციების გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა და მორიგი რევოლუციის მოწყობა იყო, თუმცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა. ხუნდაძის განცხადებით, იმ პირებმა, რომლებმაც საკუთარი დანაშაული აღიარეს და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს, გააცნობიერეს, რომ ისინი ოპოზიციის მიერ სათანადოდ არ იყვნენ გამოყენებული.
„ოპოზიციის მიზანი, რომ გადატრიალება მოეხდინათ და რიგით მეოთხე, თუ მეხუთე რევოლუცია მოეწყოთ, თავის დროზე ვერ იქნა მიღწეული. თუმცა საკუთარი გუნდიდან ეს მსხვერპლიც გაიღეს, რაც ისევ მათსავე ინტერესებსა და სარგებელზე იყო მორგებული. სიმართლეს ვერაფერი შეაჩერებს, მას მუდამ თავისი გაკვალული გზა აქვს. იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს. პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა. შესაბამისად, ეს ადამიანები ახლა, საბედნიეროდ, თავისუფლები არიან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1788079778
ახალი ამბებიპოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილიგარემოებებიდ...
1788078334
მსოფლიოშვეიცარიაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა - მიმდინარეობს დამნაშავის ძებნა
შვეიცარიის ჩრდილოეთში ღამით გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ხუთი კი დაშავდა. მათგანი ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია, წერს BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით. „უ...
1788074808
მსოფლიონეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას CNN-ი ნეპალისა და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალუ...
1788071885
მსოფლიოალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება
ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს. როგორც სტუბი აღნიშნავს, რუსეთთან დიალოგი გარკვეულ ეტაპზე დაიწყება, თუმცა კონკრეტუ...
1788070219
ახალი ამბებისაგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღ...































