ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს, არჩევნები არ არსებობს, რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე?

დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს. არჩევნები არ არსებობს. რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე?, - ასე პასუხობს ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს.

მაგდა მამუკაშვილი მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციის ხელისუფლებასთან საუბარს და ამავე დროს, რევოლუციური მუხტის გაღვივებაზე მიუთითებს.

„ხაბეს მინდა ვუპასუხო წერილზე და იმედია, ამას გადასცემენ. იმის იმედიც მაქვს, რომ წერილის შინაარსი გამოწვეულია იზოლაციით, მას არ აქვს წვდომა სრულ და ამომწურავ ინფორმაციაზე. ან უნდა დავამხოთ რეჟიმი, ან მათ უნდა დაველაპარაკოთო, შუალედი არ არსებობს, ეგ ჩვენ გამოვიგონეთო. ამ საკითხზე მეც ბევრი მიფიქრია. ავხსნი, რა არის ეს შუალედი და რისთვისაა საჭირო. დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა ქოცების მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს. არჩევნები არ არსებობს. რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე? გამოსავლად გვთავაზობს რეჟიმთან თანამშრომლობას და დალაპარაკებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ეს გამოსავალი არ არის, ეს არის რეჟიმისთვის კრიზისის ჩაქრობის შესაძლებლობა. არჩევნებამდე ვფიქრობდი, რომ თუ არჩევნებს გააყალბებდნენ და პროტესტით შედეგს ვერ მივაღწევდით, პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდებოდა 1 წელი მაინც და მერე „ქოცები“ დაალაგებდნენ, მოლოდინი მქონდა, რომ ხალხი ხელს ჩაიქნევდა. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა 1 წელზე მეტ ხანს და არც უჩანს პირი ამ კრიზისის დასრულებას. რა მეტყველებს კრიზისზე? ყოველდღიური პროტესტი რუსთაველზე. სიმბოლური თუ არასაკმარისი, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური კრიზისი. ეკონომიკური მარტივად გადაიარეს, პოლიტიკური ვერა. ოპოზიცია თუ ადგა და დაელაპარაკა რეჟიმს, პირობებზე შეუთანხმდა, ეს ყოველგვარ წინააღმდეგობას გატეხავს, 2020-ში რაც მოხდა, ეგ მოხდება. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი ყველა შემთხვევაში მათგან თანხმობას საჭიროებს და მათ პოზიციებს რომ ვუსმენთ, ეს ხალხი შეუვალია. არ ივაჭროთ ჩვენი საქმეებითო, ამბობენ. ამდენად, სივრცეც არ არსებობს, რომ რეჟიმთან ვინმემ დალაგება სცადოს. მოკლედ, ეს შუალედი, სადაც ახლა ჩვენ ვართ, არის კრიზისი, გაჭედილობა, გაურკვევლობა. ამას ქმნის ეს სიმბოლური და ჯიუტი პროტესტი. კრიზისი რომ არ იყოს, საკითხავია, დარჩებოდა კი რაიმე შანსი „ქოცების“ მოშორების? ყოველდღიურად ხმამაღლა ამბობს ხალხი, ქვეყანა ვერ დაისვენებს „ქოცების“ პირობებშიო, უკან ვერ დავიხევთო და ეს ხალხი, ვინც ამას ყოველდღიურად ამბობს, არის არა 1000, არამედ მინიმუმ 100 000. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც უპირობო ცვლილებები უნდა დღესვე, აი, ამ წამსვე. ამ პროტესტს ამხელა მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ამდენ ხანს ვერ გაგრძელდებოდა. ეს კრიზისი არის კარგი შესაძლებლობა (არასდროს გაფლანგო კარგი კრიზისიო, ჩერჩილმა თქვა), რომ გაღვივდეს რევოლუციური მუხტი, მუხტი ცვლილებებისა. თუ რეჟიმს მოველაპარაკეთ, გამორიცხულია, რომ რამე გაღვივდეს, დასრულებულია მაგაზე ოცნება. დალაპარაკება ნიშნავს დამარცხების აღიარებას და დიქტატურაში ცხოვრების დაჯერებას. ამიტომ ვინარჩუნებთ ან გაჭედილობას, რომ საჭირო დროს, საჭირო მანევრით რეჟიმი უნდა დასრულდეს! სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ გადარჩება! მოკლედ, მოლაპარაკება რეჟიმთან სტრატეგიული უკან დახევა კი არა, მარცხის აღიარებაა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის. მარცხისთვის მზად არ ვართ, რადგან ყოველდღიურად გამარჯვებაზე ვფიქრობთ!“, - წერს მაგდა მამუკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770037460

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6902 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი გამყარდა

1770036822

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შეზღუდული შეს...

 ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტ

1770035726

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1770034877

მსოფლიო

გერმანიაში ლუდის გაყიდვების ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა 1993 წლიდან

გერმანიაში ლუდის გაყიდვების მოცულობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ფედერალური სტატისტიკური უწყება იუწყება და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შემცირებაა სტატისტ...

ლუდი

1770034238

ახალი ამბები

ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართ...

ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტ