უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
„სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო“, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
„ასეთ პირობებში ჩვენ ვაგრძელებთ მკაცრი ანტიკრიზისული ზომების მიღებას, რათა უზრუნველვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - თავდაცვის საჭიროებები და ჩვენი ხალხი. დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხარჯების პრიორიტეტულობას. პირველ რიგში ვაფინანსებთ: თავდაცვას, პენსიებსა და სოციალურ განაცემებს, ასევე მასწავლებლების, ექიმებისა და საბიუჯეტო სფეროს სხვა თანამშრომელთა ხელფასებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, არაპირველხარისხოვანი ხარჯები, გადაიდება. ეს ეხება ახალი მშენებლობის პროექტებს, რეკონსტრუქციებსა და კაპიტალურ რემონტებს, რომლებიც არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ასევე კეთილმოწყობის ობიექტებს, როგორებიცაა პარკები, სკვერები, შადრევნები ან ქვაფენილის ხელახლა დაგება.
„ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყველა რესურსი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებისკენ უნდა იყოს მიმართული. დროა, ბოლოს და ბოლოს, შევწყვიტოთ თანხების ხარჯვა არაპრიორიტეტულ რამეებზე“, - ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.
1790613075
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია
ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა...
1790612535
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება
მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრს არსენ ტოროსიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შ...
1790611240
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა
„ 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან გა...
1790609453
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია გვარამიას განცხადებაზე - ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული
„ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ტერიტორიების მშვიდობიან აღდგენას და რაც არის მშვიდობასთან დაკავშირებული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავ...
1790607441
ახალი ამბებიუკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს თბილისში, „დინამო არენაზე“ უკრაინასთან გამართავს – შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და...































