მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება

მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრს არსენ ტოროსიანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის პოლიტიკასა და სოციალურ მომსახურებებს, მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ერთიან სოციალურ სამსახურსა და კეთილდღეობის საინფორმაციო სისტემების ფონდშიც იმყოფებოდა. მინისტრი ფუნქციური შესაძლებლობებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების სისტემების მუშაობის პრინციპებს, სოციალური სერვისების მიწოდების პრაქტიკასა და მონაცემთა სისტემების გაციფრულების მიმართულებით არსებულ მიდგომებს გაეცნო.

ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა საჭიროებების შეფასების პროცესზე, მონაცემთა ეფექტიან გამოყენებასა და საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განსაზღვრაზე.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790606285

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია, პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგრევა

„ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია. პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგ...

დავით მათიკაშვილი

1790606238

ახალი ამბები

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებუ...

პროკურატურ

1790604726

ახალი ამბები

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები

მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და აგვისტოს ომის მოვლენებზე თქვა, რომ 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დ...

კახა კალაძე

1790604268

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული

„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებას უწოდებს. სააკაშვილმა დღეს სასამართლოში 2008 წლის აგვი...

დავით მათიკაშვილი

1790602872

საზოგადოება

მარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს

„გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტ...

მარიამ ლაშხი