უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქიდან კვლავ აფეთქებების შესახებ იტყობინებიან
უკრაინის საზღვართან მდებარე, რუსეთის ქალაქ, ბელგოროდის არეალში 3 აპრილს კვლავ მოხდა ორი აფეთქება.
Reuters-ის სააგენტო იტყობინება კვირის აფეთქების შესახებ და მოჰყავს თვითმხილველების ნათქვამი, რომ ერთ-ერთი აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა.
რამდენიმე დღის წინ ბელგოროდის სანავთობო საწყობზე მოხდა თავდასხმა, რასაც მოჰყვა ხანძარი, რაშინ რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა, კიევმა უარყო მასთან კავშირი.
ბელგოროდის ოლქის ადგილობრივი მოხელის თქმით, სოფელ ტომაროვკაში 3 აპრილს მოხდა აფეთქება, მაგრამ არავინ დაშავებულა და შენობები არ დაზიანებულა.
Telegram-ით ბელგოროდის ოლქის, იაკოვლევსკის საქალაქო უწყების ხელმძღვანელმა, ოლეგ მედვედევმა განაცხადა, რომ იყო "აფეთქება, ნამსხვრევები მიწაზე დაიყარა.“ მას არ დაუდასტურებია ნამსხვრევების და აფეთქების ხასიათი. ასევე არ არის დაგენილი, იყო თუ არა ეს აფეთქება, რომელიც მედვედევმა აღწერა, ერთ-ერთი იმათგან, თვითმხილველებმა რომ გაიგონეს.
1 აპრილს, რუსეთის მონაცემებით, უკრაინის ორი სამხედრო შვეულმფრენი შევიდა რუსეთის საჰაერო სივრცეში და განახორციელა დარტყმა სანავთობო საწყობზე. უკრაინამ არ აღიარა ამ ინციდენტში მონაწილეობა.
წყარო:რადიო თავისუფლება
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵13 წლის ალისას თავიდან რუსული ჭურვის ნამსხვრევი ამოუღეს - გოგონა სასწაულებრივად გადარჩა
🔵დაღუპულია 23 მშვიდობიანი მოქალაქე - რამდენიმე საათის წინ ხარკოვი ისევ დაბომბეს
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























