ვიქტორ ორბანი: უკრაინელებმა, პარტია „ტისამ“ და ბრიუსელმა ჩვენს ზურგს უკან შეთანხმებას მიაღწიეს. მათ არჩევნების შემდეგ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა სურთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთის ოპოზიციურმა პარტია „ტისა“, ბრიუსელმა და უკრაინელებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რათა აპრილში საპარლამენტო არჩევნების შედეგად უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა მოვიდეს, რომელიც უკრაინელების მოთხოვნებს შეასრულებს.

„უკრაინელებმა ყველაფერი დადეს მაგიდაზე. ისინი ამას არც მალავენ. ისინი ამას ღიად ამბობენ. ზელენსკი ჩვენ დაგვემუქრა კიდევაც. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, მთავრობას და აგრეთვე პრემიერ-მინისტრს. ამ შემთხვევაში ოპოზიცია უნგრელების მხარეს არ არის. ის უკრაინის მხარესაა. იმიტომ, რომ უკრაინელებმა, პარტია „ტისამ“ და ბრიუსელმა ჩვენს ზურგს უკან შეთანხმებას მიაღწიეს. მათ არჩევნების შემდეგ უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა სურთ, რომელიც უკრაინელების მოთხოვნებს დაეთანხმება, შეუშვებს მათ ევროკავშირში, გაუგზავნის უნგრელების ფულს კიევს და უნგრეთს იაფი ენერგიის გარეშე დატოვებს. ჩვენ ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ. ამას ვაკეთებდი ადრეც. არ დავიხევ უკან და, თუ საჭირო გახდება დავუპირისპირდები როგორც ბრიუსელს, ისე უკრაინელებს“, - აღნიშნა ორბანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772796419

მსოფლიო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: ირანული მხარე დაგვპირდა, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებს, ჩვენ ველოდებით შედეგებს

ირანულმა მხარემ დრონებით გუშინდელი შეტევის სერიოზულად გამოძიების პირობა დადო. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაც...

ჯეიჰუნ ბაირამოვი

1772795476

ახალი ამბები

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ინფორმაციას...

ეროვნული სატყეო სააგენტო

1772794280

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: უკრაინელებს ჰპირდებოდნენ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, მაქსიმალურად გვერდში დგომას და მაშინ როდესაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფრონტის ხაზზე, ასეთ კრიტიკულ მომენტში, ფაქტობრივად, კარი ცხვირწინ მიუხურეს

რასაც უკრაინელებს უკეთებდნენ, ეს იყო გაბრუება ცრუ დაპირებებით, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „პოლიტიკოს“ სტატიას, რომლის მიხედვით ევროკავშირის წევრი სა...

ლევან მახაშვილი

1772791883

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში, ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ დოლარს აღემატება

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში, - ამის შესახებ საქართვ...

ირაკლი კობახიძე

1772791751

ახალი ამბები

თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით გაიზარდა

თებერვალში ვაშლის ექსპორტის მოცულობა 54%-ით, ღირებულება კი, 86%-ით (1.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოსლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მიმდინარე წლის 28 თებერვლის მდგ...

ვაშლის ექსპორტი