ირაკლი კობახიძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში, ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ დოლარს აღემატება
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, თბილისში აზიის განვითარების ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა ჩვენი ეკონომიკის ძირითად სექტორებში. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
თბილისში აზიის განვითარების ბანკის ახალი წარმომადგენლობის გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ინვესტიციებისა და განვითარებისთვის“, - წერს ირაკლი კობახიძე.
Pleased to host @ADBPresident Masato Kanda in Georgia. We discussed our strong cooperation and ADB’s engagement across key sectors of our economy, with a portfolio exceeding $5 billion. The opening of ADB’s new representative office in Tbilisi will further deepen our partnership… pic.twitter.com/VHKqjkA0WA
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) March 6, 2026
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























