ირაკლი კობახიძე: როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ
„თუკი ვინმე და რამე იხევს თანამედროვე სამყაროში უკან, ეს არის ევროკავშირი, ევროპული ბიუროკრატიის „დამსახურებით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მარტა კოსის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირი უკან იხევს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება თუ ნებისმიერი რამ.
„ეს არის იმ საქმიანობის შედეგი, რომელსაც ეწევა დღემდე ევროპული ბიუროკრატია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად, ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას. თუკი რაიმე მოთხოვნა იქნება, ჯანსაღი პირობა, მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი რამ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ გავიხსენოთ, რას ითხოვდნენ, როდესაც ისინი ითხოვდნენ სასამართლოს გადაცემას ოპოზიციისთვის, ცესკოს გადაცემას ოპოზიციისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანას ჰყავს ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და მათი ინტერესია, რომ ყველა ინსტიტუტი გავიდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გავლენის სფეროდან.
აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ რომელიღაც ინსტიტუტი უნდა აკონტროლოს, ან პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს და ა.შ, აქ საუბარია ჯანსაღ კონსტიტუციურ სისტემაზე. მათ უნდათ, რომ კონკრეტული ინსტიტუტები გავიდეს კონსტიტუციური წესრიგიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო ეროვნული ბანკი.
„ათასი ინსტიტუტი ჩართეს ამაში, მაგრამ პირველ რიგში ეს იყო სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მოთხოვნა. გვიკრძალავდნენ პირდაპირ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას. რეალური მიზანი რა იყო - ოპოზიციასთან ერთად დააკომპლექტეთ ეროვნული ბანკის საბჭო. მათთან ერთად დაკომპლექტება ნიშნავდა მათი ხალხით დაკომპლექტებას, სხვანაირად კონსენსუსი როგორ უნდა იყოს მიღწეული. რისთვის სჭირდებოდათ ეროვნული ბანკი? დღეს გადავხედოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის შედეგებს - ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის 6 მილიარდს პირველად გადააჭარბებს ჩვენი სავალუტო რეზერვები. ლარის კურსი მყარად არის შენარჩუნებული და ა.შ. ეს არის სახელმწიფოს ინტერესი. ჩვენ არაფერში არ გვჭირდება საკუთარი სუბიექტური ინტერესებისთვის გავლენა რაღაც ინსტიტუტებზე. ერთადერთი, რისთვისაც გვჭირდება, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან არ გავიდეს ეროვნული ბანკი, არის ის, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები იყოს დაცული - კურსი მყარად შენარჩუნდეს, საბანკო სისტემაში იყოს კონკრეტული წესები დამკვიდრებული, ივსებოდეს სავალუტო რეზერვები, რაც უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის და მოქმედი საბჭოს პირობებში.
ისინი ითხოვდნენ, რომ ასეთი საბჭო და პრეზიდენტი კი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად ეროვნულ ბანკს უნდა ჰყოლოდა ქადაგიძისნაირი პრეზიდენტი, რომლის პირობებშიც ლარის კურსს რა დაემართა და რეზერვები სად იყო, ყველას ძალიან კარგად ახსოვს. როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს ასეთ რამეს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, თავი დავანებოთ სასამართლოს, ცესკოს და ა.შ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რას ნიშნავს ცესკოს ჩაბარება ოპოზიციისთვის, რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამ ყველაფერს, ეს ალბათ ყოველთვის სრულიად ცხადია. ეროვნული ბანკის გადაცემაც რომ გინდა კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის, რადიკალური ოპოზიციისთვის, იქ ხომ ჩანს, რომ შენ არ გამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება, თუმცა ვნახოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1766000970
საზოგადოებათეა წულუკიანი: ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, რადგან ის რაც არის ხშირად მოთხოვნილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესს
„მე როდესაც ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი, არ მგონია, რომ მეხსიერება მღალატობდეს, გვასწავლიდნენ, რომ 1960-იან წლებში ყველაზე მეტად დაჩქარდა დეკოლონიზაცია და ევროპა ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ კოლონიალიზ...
1766000364
ახალი ამბებითბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...
1766000062
საზოგადოებათეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე
„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის...
1765999429
საზოგადოებათეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს
„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ...
1765998714
საზოგადოებაანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...


























