ზელენსკი: უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მისი რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს

გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მისი რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს.

ზელენსკის თქმით, ამერიკელმა შუამავლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, მას უთხრეს, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება და რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე მან ამ საფუძველზე უნდა მოახდინოს კოორდინაცია საკუთარ მომლაპარაკებელთა ჯგუფთან.

თუმცა, ზელენსკიმ მკაფიოდ განმარტა, რომ ის ბევრად უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. მან ასევე ურჩია უიტკოფსა და კუშნერს, რომ არ ეცადონ აიძულონ ის, საკუთარ ხალხს „მიჰყიდოს“ მშვიდობის ისეთი ხედვა, რომელსაც უკრაინელები „წარუმატებელ ისტორიად“ აღიქვამენ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სამართლიანი არ არის“, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა ვლადიმირ პუტინისთვის „გამარჯვების ჩუქებაზე“ არ გადის.

ტრამპმა ბოლო დღეებში ორჯერ განაცხადა, რომ დათმობებზე წასვლა ზელენსკის პასუხისმგებლობაა.

„ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება“, - განუცხადა ზელენსკიმ AXIOS-ს.

„ემოციურად, ხალხი ამას არასოდეს აპატიებს. არასოდეს. ისინი არ მაპატიებენ... არც მე და არც [აშშ-ს]“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინელებს „არ შეუძლიათ გაიგონ“, რატომ უნდა სთხოვონ მათ დამატებითი ტერიტორიების დათმობა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771349671

მსოფლიო

სლოვაკური მედია: სლოვაკეთის მთავრობა არასამთავრობო სექტორის „მასობრივ შემოწმებას“ იწყებს

მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოოდ დაბლოკა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი, პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ახალ სტრატეგიაზე გადადის - მთავრობა მესამე სექტორი...

სლოვაკეთის მთავრობა

1771348441

საზოგადოება

სუსი ლევან დავითაშვილის განცხადებაში არსებულ უზუსტობებზე: თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ

სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა, - განუცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქრონიკას“. „1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამო...

სუსისუსი

1771346807

მსოფლიო

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანმა და აშშ-მა ჟენევის მოლაპარაკებებზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს

აშშ-მა და ირანმა ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე „კარგ პროგრესს“ მიაღწიეს - ამის შესახებ მედიატორი ქვეყნის, ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში იტყობინება. „ირანის ისლამ...

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი

1771343848

საზოგადოება

ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში 55 წლის კაცი ააფეთქეს

ოზურგეთში ტერორისტული აქტი განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად „ჯუმათა“) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის მანქანაში ჩაჯდა. 55 წლის კაცის მდგომარეობა მძი...

პოლიციაპოლიცია

1771342802

მსოფლიო

Reuters: გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება

გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „თუმცა, მდგრადი აღმავლობის მისაღწევ...

გერმანია -