სლოვაკური მედია: სლოვაკეთის მთავრობა არასამთავრობო სექტორის „მასობრივ შემოწმებას“ იწყებს
მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოოდ დაბლოკა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი, პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ახალ სტრატეგიაზე გადადის - მთავრობა მესამე სექტორის „მასობრივ შემოწმებას“ იწყებს, - წერს სლოვაკური მედია.
პრემიერმა ფიცომ მოუწოდა მინისტრებს, მაქსიმალურად გამოიყენონ არსებული სამართლებრივი ბერკეტები არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გადასამოწმებლად.
სახელმწიფო აქცენტს იმ ორგანიზაციებზე გააკეთებს, რომლებიც საზოგადოებრივ სახსრებს განკარგავენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ომბუდსმენ რობერტ დობროვოდსკის სარჩელი. ომბუდსმენი ამტკიცებდა, რომ 2025 წლის გაზაფხულზე დაწესებული ვალდებულებები - კერძოდ, ყველა დონორის ვინაობის საჯაროობა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება - იყო არაკონსტიტუციურია.
თავისი პოზიციის გასამყარებლად, რობერტ ფიცომ სამი კონკრეტული ორგანიზაცია დაასახელა: Projekt Fórum, POST BELLUM და Pôtoň. მისი თქმით, აუდიტმა ამ ორგანიზაციებში ჯამში 200 000 ევროს ოდენობის დარღვევები გამოავლინა. ფიცო აცხადებს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, როგორ იხარჯება გადასახადებიდან ან უცხოეთიდან მიღებული თანხები.
1771343848
საზოგადოებაოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში 55 წლის კაცი ააფეთქეს
ოზურგეთში ტერორისტული აქტი განხორციელდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად „ჯუმათა“) ავტომანქანა მაშინ აფეთქდა, როცა ის მანქანაში ჩაჯდა. 55 წლის კაცის მდგომარეობა მძი...
1771342802
მსოფლიოReuters: გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება
გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ით გაიზრდება, რაც ოდნავ აღემატება ადრე გაკეთებულ პროგნოზს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „თუმცა, მდგრადი აღმავლობის მისაღწევ...
1771340752
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-თან ჟენევაში გამართულ ბირთვულ მოლაპარაკებებზე პროგრესი მიღწეულია
ირანმა და აშშ-მა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია, - განაცხადა ირანის საგარეო სა...
1771338532
ახალი ამბებიგიორგი კახიანი ბენცის განცხადებაზე: „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მოვლენები იყო მართული. კიდევ ერთი მტკიცებაა და დამაჯერებლობის ხარისხი კიდევ უფრო მეტია, როდესაც შტატების ყოფილი ჩინოვნიკი ამაზე ღიად საუბრობს
„გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მოვლენები იყო მართული. თითქოს ახალი არაფერია ამაში, მაგრამ ეს კიდევ ერთი მტკიცებაა და დამაჯერებლობის ხარისხი კიდევ უფრო მეტია, როდესაც შტატების ყოფილი ჩინოვნიკი...
1771337563
საზოგადოებადიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი
პრეზიდენტს საინტერესო გამოსვლა ჰქონდა. დღეს მან უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე ისაუბრა, რაც არ იყო მარტივი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუ...


























