112-ის დირექტორი: ინფორმაციის გადაცემა ხდება საუბრის პარალელურ რეჟიმში, შესაბამისად, შეკითხვების პროცესი ინფორმაციის გადაცემას არ აფერხებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა გადაცემა „იმედის დილაში“ 112-ის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა 112-ში შემოსული ზარების მიმღები ოპერატორების მხრიდან მოქალაქეებისთვის სწორად დასმული შეკითხვების მნიშვნელობას.
„მოგახსენებთ, რომ გასულ წელს 112-ის ოპერატორებმა 4 000 000-მდე ზარი მიიღეს. იყო ზარის მიმღები ოპერატორი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და იყო პოლიციელი, ამასთან, უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით პირველ კომუნიკაციაში შეხვიდე მოქალაქესთან, რომელიც იმყოფება კრიზისულ სიტუაციაში. რაც შეეხება ოპერატორების მხრიდან დასმულ კითხვებს - მოგახსენებთ, რომ ეს კითხვარი შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ამერიკული პლატფორმის მიხედვით ჩვენ გვაქვს ყველა ინციდენტზე ადაპტირებული კითხვარი. ოპერატორების მიერ დასმული კითხვები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ გარემოებას, რა თქმა უნდა, ყველა პოლიციელი, ყველა მეხანძრე-მაშველი, ყველა ექიმი მუდმივად მზადყოფნაშია, მოქალაქეებს გაუწიონ დახმარება, მაგრამ საჭიროა, შესაბამისმა მომიჯნავე სამსახურებმა 112-ისგან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ინფორმაციის გადაცემა ხდება საუბრის პარალელურ რეჟიმში, შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სანამ ოპერატორი არ ამოწურავს კითხვებს, ინფორმაცია არ არის გადაცემული“, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
112-ის დირექტორი საუბრისას ცენტრის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებასაც შეეხო. გიორგი არსოშვილმა მადლობა გადაუხადა სამინისტროს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის და 112-ის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის.
1769596903
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მაია სანდუ მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას, როდესაც მისგან ანტიქართულ რიტორიკას ვისმენთ, მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს რეაქცია
მაია სანდუ რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მის...
1769595774
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გა...
1769594085
ახალი ამბებისადღობელაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე: 20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა „ნაცმოძრაობის“ რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ
„20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა...
1769591791
ახალი ამბებიმახაშვილი ჰესლინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენის გადადებაზე: იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენის გადადებას მიესალმება. ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი მოსმენები ორ ქვეყანას შორი...
1769589589
ახალი ამბებიპროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამ...































