შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში და ეს არის სირცხვილი

გარკვეული პაუზა აიღეს, რომ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის შემდეგ გარკვეული დრო გასულიყო, ამოესუნთქა ბრიუსელს და ასეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც ახლა აკეთებს მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ხელით, როდესაც ცდილობენ ხელისუფლების დამხობის მცდელობა დააკნინონ, სასახლის ღობის სცენარი უწოდონ და გაიმეორონ ერთი ერთში ის ნარატივი, რომელსაც ამკვიდრებს პარტიული ტელევიზია „ტვ პირველი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულში ჩახედვა და ეს არის ევროკავშირის საელჩოს მიერ არ დაგმობით წახალისებული შემდგომი ძალადობები.

„ეს არის იმის მიზეზი, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც შარშან ევროპული დაფინანსებით ჩაერია არჩევნებში, ცდილობდა არჩევნების შედეგების დისკრედიტაციას, 2025 წელს ევროკომისიამ მილიონი ლარით დააფინანსა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, დღემდე ის ხარჯავს ევროკავშირის ფულს და მთელი ირონია ისაა, რომ ფორმალური საბაბი დაფინანსებისა არის დეზინფორმაციის და კოორდინირებული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლა. დღევანდელი განცხადებით ისინი ევროკავშირის ფულს იყენებენ დეზინფორმაციისთვის, რომ 4 ოქტომბრის ძალადობა წარმოაჩინონ რაღაც დაკნინებულ ფორმაში.

4 ოქტომბერს 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, 21 პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ შიდა ტერორისტებს, როდესაც ევროკავშირის ფულით ამართლებენ, ეს არის სირცხვილი ევროკავშირის საელჩოსი და არის სირცხვილი, როდესაც ევროკავშირის საელჩო უშვებს, რომ ევროკავშირის ფულით მოხდეს შიდა ტერორიზმის გამართლება, პოლიციელზე ძალადობის გამართლება.

დღეს ევროკავშირს ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში და ეს არის სირცხვილი. თუ უნდათ, რომ ეს სირცხვილი არ იყოს მათი ნაწილი, საჭიროა ამისგან მკაფიოდ გამიჯვნა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769595774

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გა...

დაკავებადაკავება

1769594085

ახალი ამბები

სადღობელაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე: 20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა „ნაცმოძრაობის“ რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ

„20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა...

 ლადო სადღობელაშვილი

1769591791

ახალი ამბები

მახაშვილი ჰესლინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენის გადადებაზე: იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენის გადადებას მიესალმება. ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი მოსმენები ორ ქვეყანას შორი...

ლევან მახაშვილი:

1769589589

ახალი ამბები

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამ...

 ილია ღუდუშაური

1769589252

ახალი ამბები

შარმანაშვილი სანდუს განცხადებაზე: მოლდოვას ძლივს დაადგა საშველი, რომ დსთ-დან გასვლის თაობაზე რაღაც პირველი განაცხადი გაეკეთებინა და დღეს იმ ქვეყნის ხელმძღვანელი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების თაობაზე მესაუბრება

გულდასაწყვეტია, როცა სახელმწიფოს მეთაური ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქციას ითავსებს. მაია სანდუ ამას პირველად არ აკეთებს, საქართველოს მიმართ რადიკალური მიდგომებით ცნობილია, - ამის შესახებ საპა...

თენგიზ შარმანაშვილი