შალვა პაპუაშვილი: ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია

ბრიუსელის ბიუროკრატები მდაბიო ხასიათის ბწკენებით არიან დაკავებული მათ მიმართ, ვინც მათ დაქვემდებარებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევრობიუროკრატების სახით საქართველოს საქმე აქვს არაკვალიფიციურ ხალხთან.

„საქართველოს თავზე გადავუფრინე და ისე ჩავფრინდი აზერბაიჯანში ან სომხეთში, ასეთი მდაბიო საქციელით რომ ფიქრობენ სამიათასწლოვანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, ეს აჩვენებს, რომ ევრობიუროკრატების სახით, საქმე გვაქვს არაკვალიფიციურ ხალხთან. იმდენად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, რომ თავის თავს აზიანებენ. ანტიქართული რიტორიკით და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკის განხორციელებით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა.

ბრიუსელის ბიუროკრატიამ მხოლოდ ეს მიიღო და ეს გვაწუხებს, თორემ, ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია. ჩვენ მათ მიმართ მაინც და მაინც არც გამორჩეული სიმპათიები გვაქვს და რაც უნდათ ის გაუკეთებიათ, მაგრამ ჩვენ ორი რამ გვადარდებს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით გამორჩეულმა ზოგიერთმა ბიუროკრატმა ჩვენი ქვეყანა არ დააზიანოს და ევროკავშირი არ დააზიანოს, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით.

ამ ბიუროკრატიის ხელში არა, მაგრამ როდესაც ევროკავშირის ინსტიტუციების წამყვან პოზიციებზე ჭეშმარიტად ევროპელები, პატრიოტები და ევროპელ ღირებულებებზე მყოფი ადამიანები მოვლენ, მაშინ საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის იქ რომ მივალთ, არ გვინდა, დაგვხვდეს ევროპა, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან, ევროპა, რომელიც მშვიდობის პროექტიდან გადაქცეული იქნება ომის პროექტად. დღეს, ჩვენ ამას ვუყურებთ, გამალებული შეიარაღებით.

მშვიდობისთვის შექმნილი ორგანიზაცია, ყოველ მეორე დღეს ომზე საუბრობს, ვინ დაესხმება თავს, ესენი როგორ მოიგერიებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769598627

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის ფული იხარჯება შიდა ტერორიზმის გამართლებაში და ეს არის სირცხვილი

გარკვეული პაუზა აიღეს, რომ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის შემდეგ გარკვეული დრო გასულიყო, ამოესუნთქა ბრიუსელს და ასეთი აგრესიული კამპანიით შემოსულიყო, რასაც ახლა აკეთებს მის მიერ დაფინანსე...

შალვა პაპუაშვილი

1769596903

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მაია სანდუ მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას, როდესაც მისგან ანტიქართულ რიტორიკას ვისმენთ, მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს რეაქცია

მაია სანდუ რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მის...

შალვა პაპუაშვილი

1769595774

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ ხონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გა...

დაკავებადაკავება

1769594085

ახალი ამბები

სადღობელაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე: 20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა „ნაცმოძრაობის“ რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ

„20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა...

 ლადო სადღობელაშვილი

1769591791

ახალი ამბები

მახაშვილი ჰესლინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენის გადადებაზე: იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენის გადადებას მიესალმება. ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი მოსმენები ორ ქვეყანას შორი...

ლევან მახაშვილი: