შალვა პაპუაშვილი: მაია სანდუ მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას, როდესაც მისგან ანტიქართულ რიტორიკას ვისმენთ, მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს რეაქცია

მაია სანდუ რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან ანტიქართული რიტორიკის მოსმენა აღმაშფოთებელია.

„უპირველეს ყოვლისა, შეგახსენებთ, რომ მაია სანდუ არის ის ადამიანი, რომელმაც ოთხ ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის პროცესს დაუჭირა მხარი. მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ზუსტად იმ წუთებში მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს. ეს უკვე თავისთავად აჩვენებს თუ რა ღირებულებით საწყისებზე დგას ეს ადამიანი.

დიდი ეჭვია, რომ მაია სანდუ ამას აკეთებს სხვების კარნახით. წელიწადში ერთხელ გავახსენდებით და რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ამ ტონით ესაუბროს.

როდესაც ვისმენთ ამგვარ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს რეაქცია. ალბათ, თავის დროზეც უნდა გვქონოდა მკაფიო რეაქცია, გარდა განცხადებებისა, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფებს.

მაია სანდუ არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას. ამიტომ, არ მგონია, რომ რამე სალაპარაკო გვქონდეს სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე. შეგახსენებთ მოტივაციას, მისი დასაბუთება იყო, რომ მოლდოვა არის პატარა სახელმწიფო, პატარა სახელმწიფო ვერ გადარჩება და ამიტომ უნდა შეუერთდეს დიდ სახელმწიფოს, და არა ის, რომ მოლდაველ და რუმინელ ხალხს რაიმე კულტურული ან ეროვნული კავშირი აქვთ. როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, იმდენად მცირედ მიაჩნია თავისი ქვეყანა, რომ გადარჩენისთვის უნდა გაუქმდეს, ფაქტია, რომ ღირებულებების მხრივ, სხვადასხვა ორბიტაზე ვართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769591791

ახალი ამბები

მახაშვილი ჰესლინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენის გადადებაზე: იმედია, ასეთი მოსმენები საერთოდ არ შედგება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენის გადადებას მიესალმება. ლევან მახაშვილის თქმით, მსგავსი მოსმენები ორ ქვეყანას შორი...

ლევან მახაშვილი:

1769589589

ახალი ამბები

პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამ...

 ილია ღუდუშაური

1769589252

ახალი ამბები

შარმანაშვილი სანდუს განცხადებაზე: მოლდოვას ძლივს დაადგა საშველი, რომ დსთ-დან გასვლის თაობაზე რაღაც პირველი განაცხადი გაეკეთებინა და დღეს იმ ქვეყნის ხელმძღვანელი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების თაობაზე მესაუბრება

გულდასაწყვეტია, როცა სახელმწიფოს მეთაური ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქციას ითავსებს. მაია სანდუ ამას პირველად არ აკეთებს, საქართველოს მიმართ რადიკალური მიდგომებით ცნობილია, - ამის შესახებ საპა...

თენგიზ შარმანაშვილი

1769587746

ახალი ამბები

სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებიც სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და მოპარულ ნივთებს სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ - დაკავებულები არიან მოვაჭრეებიც, რომლებიც მოპარულ ნივთებს იბარებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერია. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა...

ვაჟა სირაძე

1769586971

ახალი ამბები

დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პი...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა