2021-ში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ზოგიერთი კუთხით მნიშვნელოვნად გაუარესდა - სახალხო დამცველი
2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და რიგი მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საუბრობს.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, 2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას – გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
„ასევე, მიიღეს სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას. ადგილი ჰქონდა ომბუდსმენის საქმიანობაში ხელშეშლას და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერ თავდასხმებსა თუ მუქარის ფაქტებს. 2021 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებულად მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას, გასულ წელს ხელისუფლებას უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტურ ცვლილებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც ბოლომდე წარმართა, სახალხო დამცველის ეუთო/ოდირის და სხვა პარტნიორების მოწოდების მიუხედავად. პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის ჩამოყალიბება, კვლავაც გამოწვევაა ქვეყანაში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოებულ არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს. მისივე თქმით, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს.
„ბოლო წლებში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება. შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა.“– განაცხადა ლომჯარიამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























