„ეს არის ჩემი შვილი, დღეს წარმატებული ბიზნესლედი, 4 წლისა წავართვით ბებიას და ბაბუას და წავიყვანეთ...“ - თემურ კილაძე

მწერალი თემურ კილაძე, ემიგრანტებისთვის მორიგ წერილს აქვეყნებს. კილაძემ, ემიგრანტების ყოფას და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ რუტინას, სამშობლოსთან სიშორეს, ოჯახის წევრების, შვილებისა და მეუღლეების გარეშე ცხოვრების შესახებ, არაერთი წერილი გამოაქვეყნა. 

ემიგრანტების ნაწილი იზიარებს კილაძის წერის სტილს და შინაარსს, ნაწილი კი მწვავედ აკრიტიკებს. გთავაზობთ, მის მორიგ წერილს. 

ეს არის ჩემი შვილი, დღეს წარმატებული ბიზნესლედი, რომლის ცხოვრების ბოლო ვაგონში ვიყავი (და ალბათ ახლაც ვარ მე). მეორე ფოტოზე კი, მისი პირველ ვაგონში მჯდომი ხალხია. სანამ მე ჩავჯდებოდი ბოლო ვაგონში, მანამ, მასთან ერთად წავიდნენ ცხოვრებისეულ გზაზე ბებია და ბაბუა, მე როგორც ძალიან „კარგმა“ მამამ, ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალა, გავაგზავნე მათთან აღსაზრდელად, საპატრონოდ. ალბათ ერთი წლისაც არ იყო.

4 წლისა წავართვით ბებიას და ბაბუას (უკან აღარ გვაძლევდნენ) და წავიყვანეთ, სადაც დაიბადა, იმ ბებიასთან და ბაბუასთან და ასე მოგვიანებით გადმოსახლდა ჩემთან.

მერე ჩვენ გადავსახლდით ევროპაში, ალბათ 12 წლის იყო, მე კი ვამბობ რომ მე ვიჯექი იმ ბოლო ვაგონში, რომლიდანაც, მას ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ამის წინ მითხრა, რომ ბოლო ვაგონში შენ კი არა, ნინა და კაკო იყოო, ეს მისი ქართველი ბებია და ბაბუაა. ცოტა კი მეწყინა, მაგრამ მივხვდი რომ მთავარი გამიკეთებია, მას ყურადღების უკმარობა არ უგრძნია.

არასდროს ხელი არ დამირტყამს კი არა, არ წამიკარებია, ერთხელ ძალიან გაბრაზებულზე პანღური ამოვარტყი და გეტყვით რატომ. მე ხშირად ჩავდიოდი მშობლებთან, თითქმის ყოველ კვირას ველაპარაკებოდი ტელეფონით, ვკითხულობდი ამბებს, რა უნდოდათ, რა აკლდათ, ეს იყო 93-94 წელი. რამდენს დავრეკავდი, თუ შვილი ახლო-მახლოა, ვუძახდი, - მოდი ბებიაშენს დაელაპარაკე-თქო და არ მცალია ახლაო. ბიჯო! ერთხელ არ მცალია, მეორედ არ მცალია, მესამედ არ მინდა და ამომივა ყელში, - შენ დაგავიწყდა ალბათ აგენმა რომ გაგზარდეს მეთქი და მაშინ ვუთავაზე პანღური და შევაჩეჩე ტელეფონი ხელში. იმის მერე, სანამ ჩემები ცოცხლები იყვნენ, ყველა კვირას ურეკავდა და რაცხა ორი ღერი სიტყვა ახსოვს გურულად იმათი დამსახურებაა. უკვე მე უფრო ვეუბნებოდი, - დამანებე თავი არ მცალია, საკმარისია შენ რომ ელაპარაკებიო.

ახლა, ხალხო მთავარს გეტყვით, თუ რატომ ამოვარტყი პანღური და იმედია ზოგიერთი თქვენგანი გაითვალისწინებს. მე იმან კი არ შემაწუხა და შემაშინა ბებიასა და ბაბუასთვის რომ ვერ მიიცალა, არამედ იმან რომ ამ ცინგლიან „ბაღანას“ თუ გამზრდელი ბებია და ბაბუა არ აწუხებს, მაშინ ვიღა შეაწუხებს მეთქი ამ ქვეყანაზე!!

ჰო ჩემმა თავმა შემაწუხა, იმიტომ რომ როგორც ადრე დავწერე, - თქვენ ხართ სამყაროს ცენტრი, თქვენს ირგვლივ ბრუნავს დედამიწა და როგორ გაზრდით და რა მაგალითს მისცემთ შვილებს, იგივე დაგიბრუნდებათ უკან. ბინები და „შმოტკები“, ემოციური შემადგენლის გარდა, არც არაფერია, გაცალმტვერდება და არც გაახსენდება არავის, ჩათვლიან რომ ასე უნდა ყოფილიყო და არც გამიკვირდება, რომ ერთ დღეს გითხრან, - ასე ცოტა რატომო?!

სითბო, სითბო სჭირდებათ იმ ადამიანებს (და არა მარტო) ვინც თქვენს გვერდით არიან, ესაა მთავარი. არ დაგავიწყდეთ თქვენს ვაგონებში მჯდომი ხალხი და თუ ვინმეს ვაგონის ამბავი დაგავიწყდათ და არ წაგიკითხავთ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს წინა პოსტებში.

ამ პოსტს დავამთავრებ, იმით რომ თურმე დიდი ხანია დედ-მამა არ მინახავს, აუცილებლად წავალ ზაფხულამდე და მოვინახულებ საფლავს, მოვუყვები თუ როგორ ჩავაფლავე ინტერვიუ. არ უნდა მეზეპირებია თურმე, დაზეპირებულზე აზრი რომ გამიწყდა ყველა იტალიური სიტყვა დამავიწყდა და მგონი ქართულად ვილაპარაკე, არა და უკან რომ მოვფრინავდი, აეროპორტში, ჩემს თავს, ყველაფერი მშვენივრად მოვუყევი. 

მკითხველს შევახსენებთ, რომ თემურ კილაძის წიგნი, „ოქროს საწმისი“ იტალიურმა გამომცემლობა „albatros“-მა ახლახან გამოსცა და ის იტალიის წიგნის მაღაზიათა ქსელში უკვე იყიდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „ქართველო ემიგრანტებო, აუცილებლად მოვყვები თქვენს შესახებ, 2 აპრილს, რომში, ტელევიზიაში“ - თემურ კილაძე

📌 “ავიღე ხელში მკვდარი ჯერ კიდე თბილი ჩიტი, დავხედე და თვალიც კი არ შემტოკებია, გულგრილად გადავაგდე გვერდზე“ - თემურ კილაძე

📌 „ჩემი 15 წლის წინ გაშორებული, არა ქართველი ცოლიც კი ჩამოფრინდა იტალიიდან, რომ პატივი მიეგო“ - თემურ კილაძე

📌 „17 წლისამ დაიწყო მუშაობა „ფოსტა იტალიაში“, მარკებს აკრავდა“ - თემურ კილაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე