2023 წლის მაისიდან ევროკავშირში შესვლისთვის თანხას გადაიხდით - გაიგეთ რას ცვლის კავშირის წევრი ქვეყნები იმ მოქალაქეებისთვის ვისაც ვიზა არ სჭირდება

2023 წლის მაისიდან ევროკავშირში შესვლისთვის ბლოკის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ვინც სამოგზაუროდ ვიზას არ საჭიროებდა, ვიზის მოსაკრებლის პროცედურის წინასწარ გავლა და თანხის გადახდა მოუწევთ.

ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ 2023 წლის მაისიდან ევროკავშირში მოგზაურებისთვის ვიზის მოსაკრებლის სქემას, ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემას (ETIAS) აამოქმედებს.

სისტემა ამოქმედდება იმ ქვეყნებისთვის, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ეს პროცედურა ვიზაზე ბევრად სწრაფია, ონლაინ კეთდება და არ საჭიროებს ბიომეტრიულ ინფორმაციას, თუმცა ყველა მოგზაურისთვის მისი დასტურის მიღება აუცილებელი პროცედურა იქნება, რომელსაც გადასახადიც ახლავს.

სისტემა და მასთან დაკავშირებული გადასახადი არ შეეხებათ ევროკავშირის მოქალაქეებს, ვისაც ბლოკის ქვეყნებში გადაადგილების თავისუფლება აქვთ.

თუმცა ყველა სხვა ადამიანს, ვინც იმ ქვეყნიდან შევა ევროკავშირის ტერიტორიაზე, საიდანაც მანამდე ვიზის აღების აუცილებლობა არ არსებობდა ETIAS პროცედურა სავალდებულო გახდება. ეს გადაწყვეტილება ჯამში 60 ქვეყანას შეეხება, მათ შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და საქართველოსაც. არაფერი იცვლება მათთვის, ვისთვისაც ბლოკში შესვლისთვის ვიზის აღება აუცილებელი იყო

ევროკავშირის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აპლიკაციის პროცესი დიდწილად ავტომატიზებული IT სისტემით მოხდება და დასტურს რამდენიმე წუთში, აპლიკანტების დაახლოებით 95%-ზე გასცემს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დასტურს შესაძლოა ერთ თვემდე დრო დასჭირდეს და ყველას, ვინც უარს მიიღებს გასაჩივრების შესაძლებლობა ექნება.

ETIAS-ის ავტორიზაცია ვალიდური იქნება 3 წლის განმავლობაში ულიმიტო რაოდენობის შესვლებზე. თუმცა მისი მფლობელები უნდა დაემორჩილონ იმიგრაციის წესებსა და დარჩენის ლიმიტებს. ამ ეტაპზე მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ბლოკში ყოველ 180-დღიან პერიოდში მაქსიმუმ 90 დღით შეუძლიათ დარჩენა.

საფასური 18-დან 70 წლამდე ადამიანებისთვის 7 ევრო იქნება. ამ ეტაპზე უცნობია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაწესებული თანხა.

ევროკავშირის თქმით, ETIAS სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ბლოკს შენგენის ზონაში როგორც უსაფრთხოების, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება ვინაიდან ეს სქემა საზღვრის მენეჯმენტსა და საზღვრის გადაკვეთის შედეგად არსებული დანაშაულებისა და ტერორიზმის პრევენციას ემსახურება.

ETIAS-ის აპლიკაციების შევსების საწყისი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ღარიბაშვილი უნდა გადადგეს პრემიერად დაინიშნოს თეა წულუკიანი - მამუკა ღლონტი

🔵არ ვიბრძვით სკამებისთვის, მთავრობაში სახეები და პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ - შოთა დიღმელაშვილი

🔵გიფიქრიათ რატომ დუმს ღმერთი ამდენ მწუხარებაზე? – ათონელი ბერების დარიგება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794302372

ახალი ამბები

დავით კოდუა: ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა რიყის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ გახოკიძესთან ერთად რიყის მოსახლეობას შეხვდა, გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროე...

დავით კოდუა

1794302109

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში გაემგზავრება სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ინფორმ...

მიხეილ ყაველაშვილი

1794300675

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ...

შალვა პაპუაშვილი

1794300398

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეაფასა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერც...

შალვა პაპუაშვილი

1794299517

ახალი ამბები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გ...

„არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია