სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის პრეზენტაცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კამპუსში ჟურნალ „არჩევნები 360˚“-ის სომხურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ თაქთაქიძემ გახსნეს. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

გიორგი შარაბიძემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში.

გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს.

ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.

პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794296159

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. შუ...

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებ

1794295455

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგა...

საქართველოს პროკურატურა

1794295231

ახალი ამბები

„ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა“ - პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელო...

 განზრახ მკვლელობის ფაქტი

1794295124

ახალი ამბები

„ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2 000 ლარს“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს...

შსს  შსს შსს

1794294448

ახალი ამბები

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა.  „✅ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგ...

მეტროს ესკალატორი