2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავიარეისების ჯამურმა მაჩვენებელმა 2873 შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემს 16.17%-ით აღემატება.
ხაზგასასმელია 2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობაც, რომლის ზრდამ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38 %-ს გადააჭარბა.
რაც შეეხება მგზავრთა ოდენობას, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები 613 933 მგზავრს მოემსახურა. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების ჭრილში ჩაშლილი მაჩვენებლები ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 430 034 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 138 028 მგზავრი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 44 894 მგზავრს მოემსახურა.
2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 3147.16 ტონა შეადგინა - ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.75%-ია. გასული წლის იანვართან შედარებით, 9.56%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. სულ, 2026 წლის პირველი თვის განმავლობაში 24 387 ერთეული ფრენა (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორმა საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტები 8 494 640 მგზავრს მოემსახურნენ, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2025 წელი რეკორდული იყო განხორციელებული ფრენების თვალსაზრისითაც - წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 38 218 რეისი განხორციელდა, რაც 17.5%-ით აღემატებოდა 2024 წელს განხორციელებულ ფრენებს. საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით კი, ტვირთების მოცულობამ 38578.379 ტონა შეადგინა, რაც ასევე რეკორდული შედეგი იყო საქართველოს აეროპორტებისთვის, რადგან 2024 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვის ზრდამ 50% შეადგინა.
1770615748
მსოფლიოლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლატვია არ მიიღებს ახალ მიგრანტებს, ასევე, უარს იტყვის ამის გამო ევროკავშირის მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე
ლატვიის პარლამენტში გამართული ყოველწლიური საგარეო პოლიტიკის დებატების დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განმარტა ლატვიის პოზიცია ევროკავშირის მიგრაციის პაქტთან დაკავშირებით. მან განაცხადა,...
1770615311
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი...
1770614598
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ევროპას ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები აქვს როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა, საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით
„ევროპას აქვს ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით“, - განაცხადა „ქრონიკასთა...
1770613251
ახალი ამბებიისტორიული შედეგი - ფიგურული ციგურაობის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ნიკა ეგაძემ. მსაჯებმა მას 154.79 ქულა დაუწერეს. ნიკას გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს...
1770612851
ახალი ამბებინაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...































