სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშევეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 2 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი: ძმები - 2001 წელს დაბადებული ა.ა. და 2006 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ - ს შეძენა-შენახვას, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ახდენდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, კონკრეტულ მისამართზე მათთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითაც ა.ა.-ს და ნ.ა. -ს დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა.
სამართალდამცველებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770615311

ახალი ამბები

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი...

მოძრაობა აკრძალულია

1770614598

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროპას ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები აქვს როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა, საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით

„ევროპას აქვს ძალიან მსხვილი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და რა თქმა უნდა საქართველო თამაშობს საკვანძო როლს დაკავშირებადობის კუთხით“, - განაცხადა „ქრონიკასთა...

ლევან მაჭავარიანი

1770613251

ახალი ამბები

ისტორიული შედეგი - ფიგურული ციგურაობის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ნიკა ეგაძემ. მსაჯებმა მას 154.79 ქულა დაუწერეს. ნიკას გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს...

ნიკა ეგაძე

1770612851

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

გზა მოძრაობა

1770584421

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ევროსაბჭოს ლიდერებზე: მათი ინტერესებია ხელისუფლების შეცვლა, მათდამი ლოიალური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ დღის წესრიგს რომ აჰყვეს საქართველო, რასაც იყვნენ სააკაშვილის დროს მიჩვეული

არავის არაფერს ვუშლით, პროტესტის გამოხატვა აბსოლუტურად ნებადართულია და არ იზღუდება. რა სისულელეა ამაზე ლაპარაკი და ხაზგასმა. ვხედავთ, რა პოზიციები გააჩნია ოპოზიციას და დიქტატორული რეჟიმების პერიოდში კ...

გიორგი გამსახურდია