ვატო შაქარიშვილი: არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს. ევროკავშირი ღიად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის ის ემზადება რუსეთთან პირდაპირი ომისთვის

განვლილ 35 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ფურცელზე, მაგრამ მივიღეთ ენჯეოების და საელჩოების მმართველობა საქართველოში, ჩვენ დაგვაჯერეს, რომ ბატონის გამოცვლა იყო სწორედ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის თქმით, მათი პარტიის შეთავაზება ხელისუფლების მიმართ არის ქვეყნის ნეიტრალიტეტი.

„ერთი იმპერიისგან გავთავისუფლდით და ახალი უღლის დადგმა ჩვენვე დავისახეთ ეროვნულ მიზნად და კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენ მოგვიტანა ომები, მუდმივი პოლიტიკური კრიზისები, გაჭირვება, არასტაბილურობა და რისკი იმისა, რომ კვლავ აღმოვჩნდებით იმ კონფლიქტში, რომელიც არსებობს ორ დიდ მსოფლიო მოთამაშეს შორის.

ჩვენი შეთავაზება არის ნეიტრალიტეტი, ნეიტრალური სტატუსი. მკაფიოდ თქმა იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, ეს არ ნიშნავს იზოლაციას, ან ჩაკეტილობას, ეს ჩვენ გვიხსნის გზას ყველა მიმართულებით. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით სვლა“, - აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს.

„ღირებულებითი თუ ეკონომიკური კრიზისები უფრო ღრმავდება და ევროკავშირი ღიად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის ის ემზადება რუსეთთან პირდაპირი ომისთვის. რუსეთთან ომი დღესაც აქვს მას უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ის ემზადება რუსეთთან ღია ომისთვის, ზრდის მილიტარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტს, ლაპარაკობს ნატოს ახალ ალტერნატივაზე, რომელიც იქნება ევროპის ერთიანი უსაფრთხოების სისტემა და ამაზე ღიად საუბრობენ.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ მივდივართ იმ კავშირისკენ, რომელიც ოფიციალურად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის რუსეთთან პირდაპირ ომში უნდა ჩაერთოს. ანუ რას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ დაპირისპირების ნაწილად უნდა ვიქცეთ?“, - განმარტა შაქარიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780405726

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6660 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ზოგადი

1780405659

საზოგადოება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან და...

რეგიონული პოლიტიკი

1780405388

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში აშშ-თან ურთიერთობის სწორი მიმართულების მიყვანას შევძლებთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავლისმთქმელი განცხადება გაკეთდა. ეს ახალი არ ყოფილა, რადგან ამ დეტალებზე საუბარი გვქონდა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა...

ლევან მახაშვილი

1780404081

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: ეს არის სწორი მიმართულება, არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება,...

თენგიზ შარმანაშვილი

1780402928

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი - მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები

„ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები“,...

ლევან ჟორჟოლიანი