რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა.
მომხსენებელმა 2025 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკურ, საშემოსავლო და საგადასახადო პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც საშემოსავლო, ასევე, საგადასახადო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.
მისი განცხადებით, 2025 წელს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციის გათვალისწინებით, 6%-ზე დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა გადაიხედა და 7.2%-ით შეიცვალა.
საბოლოო ჯამში, 2025 წელს ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, 2.5% იყო დაგეგმილი, რეალური მაჩვენებელი კი წლის ბოლოს მხოლოდ 1.4% იყო.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საგარეო სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10.3%-ით, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები - 7.6%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელმაც 4 690.2 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. მისი თქმით, შარშან ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.2 %-ით გაიზარდა და 3 228.5 მილიონი დოლარი იყო.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 100.7%-ით შესრულდა და 23 816 მილიონი ლარი იყო, ხარჯების ნაწილი - 22 854 მილიონი ლარით, 99.2%-ს შეადგენს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.
კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე“ ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება, შეთანხმების მოქმედების ვადა ყოველ 5 წელიწადში გახანგრძლივდეს.
მისივე თქმით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებისთვის ყოველწლიური ფინანსური შენატანი - 28 416 ევრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
კომიტეტმა მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
1780402928
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი - მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები
„ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები“,...
1780401935
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის
„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის“, - ამის შესა...
1780400913
ახალი ამბებიპრემიერი: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის შესაძლებლობების განვითარებას
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომ...
1780400015
ახალი ამბებიგავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში კაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და დაიღუპა
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში კაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დ...
1780399654
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
„ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად აბსოლუტურად დასუსტებულები არიან, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დ...






























