საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაში - „თანასწორობის ხელშეწყობა: გენდერული სტერეოტიპებისა და ნეგატიური სოციალური ნორმების ბარიერის დაძლევა“ მონაწილეობენ.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვას ეხება.
პანელური დისკუსიისას თემაზე - „პარიტეტის მიღწევის ხელშემშლელი ბარიერები: სტერეოტიპები და ნეგატიური სოციალური ნორმები“, ლიკა შარტავამ საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში გადადგმულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ნაბიჯებზე ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა 2023 წელს მიღებულ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე“, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. საუბარი ასევე შეეხო ქალთა უფლებების განმტკიცებას, გენდერულ თანასწორობას, ეკონომიკური გაძლიერების გზებსა და ძალადობის პრევენციის საკითხებს.
ლიკა შარტავას განცხადებით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად კვლავ რჩება სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და დეზინფორმაცია, რის დასაძლევადაც აუცილებელია საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება.
კონფერენციას, რომელიც ბელგრადში 2-4 ივნისს მიმდინარეობს, 420 დეპუტატი ესწრება 65 ქვეყნიდან, ასევე, სერბეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეები.
1780405659
საზოგადოებარეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან და...
1780405388
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში აშშ-თან ურთიერთობის სწორი მიმართულების მიყვანას შევძლებთ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაა
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მრავლისმთქმელი განცხადება გაკეთდა. ეს ახალი არ ყოფილა, რადგან ამ დეტალებზე საუბარი გვქონდა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა...
1780404081
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: ეს არის სწორი მიმართულება, არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება,...
1780402928
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი - მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები
„ჩვენ მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები“,...
1780401935
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის
„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის“, - ამის შესა...






























