6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება და პირველი რეისი 26 მაისს შესრულდება. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„სარკინიგზო რეისები, რომლებიც 2020 წელს პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერდა, ოპერირებას რეგულარულ რეჟიმში განაახლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი სამგზავრო მიმოსვლისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის კავშირის მნიშვნელოვან, პრაქტიკულ და სტრატეგიულ ალტერნატიულ საშუალებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეავსებს არსებულ საჰაერო მიმოსვლას და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა გადაადგილების, ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ხალხთაშორისი კავშირებს, რეგიონულ დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს მობილობის ზრდას. ის ასევე შექმნის გადაადგილების უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და კომფორტულ ალტერნატივას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის განახლება, ასევე, დადებით გავლენას მოახდენს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებზე. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ტრადიციულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შესაბამისად, მოსალოდნელია ტურისტული ნაკადების ზრდა, რაც დამატებით სტიმულს მისცემს სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრიას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე იმ რეგიონების ეკონომიკურ აქტივობას, რომლებზეც აღნიშნული სარკინიგზო მარშრუტი გადის.

სატვირთო გადაზიდვების პარალელურად, სამგზავრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული დატვირთვით ამოქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მზაობას, უზრუნველყოს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურება სამხრეთ კავკასიაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779109509

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები

ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პ...

შალვა პაპუაშვილი

1779108856

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის...

მარიამ ქვრივიშვილი

1779108783

ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს

აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავ...

საქართველო-აზერბაიჯან

1779108238

ახალი ამბები

სუს-ი: 15 მაისს, სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი

1779107762

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა: 26 მაისიდან, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ამასთან,...

საქართველოს მთავრობა