აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 97 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ხოლო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ასევე ამოღებულია 5 ლოკაციაზე განთავსებული დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1761389517
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ალი ნაგიევს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით ი...
1761387378
საზოგადოებადოროთე ყურაშვილი: 30 წელი იქნება, ლოცვა არ მაქვს წაკითხული საერთოდ, „უფალო შემიწყალენ“-საც არ ვამბობ, რაში სჭირდება ღმერთს ჩემი თქმა რომ შემიწყალოს?
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის აცხადებს, რომ 30 წელია, რაც ლოცვა არ წაუკითხავს. დოროთე ყურაშვილის თქმით, ის არც „უფალო შემიწყალენ“-ს კითხულობს, რადგან მიი...
1761385077
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქვეყანამ ყველა ღონე უნდა იხმაროს რადიკალური ძალების შეკავებისთვის. „ის, რაც მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის უნდა იყოს მიუღებელი...
1761382858
საზოგადოებაშსს: სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
სამართალდამცავებს მოქალაქე ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, - აღნიშნულის შესახ...
1761381627
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...


























