აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო ფორუმზე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
4 სექტემბერს კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანს კურორტზე ახალი ინვესტიციების მოზიდვა და გოდერძის ოთხსეზონიან განვითარებაში ბიზნესსექტორის ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.
ბიზნესფორუმზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფოს, ბიზნესისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობით აჭარის მაღალმთიანეთის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გოდერძი ეტაპობრივად გარდაიქმნა თანამედროვე, სრულფასოვან ოთხსეზონიან კურორტად, განვითარებული ინფრასტრუქტურა კი მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ გარემოს ქმნის.
„სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორისაა მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი.
დღეს კურორტ გოდერძიზე უკვე 9 სასტუმრო კომპლექსი ფუნქციონირებს, ხოლო დაგეგმილია 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საინვესტიციო ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ბიზნესის დაინტერესებას, ვიზიტორთა ნაკადების ზრდასა და, საბოლოოდ, მაღალმთიანი აჭარის კიდევ უფრო განვითარებასა და წარმატებას“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს თიბისის ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და თიბისი კაპიტალის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ.
ღონისძიების ფარგლებში აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა კურორტის განვითარების ხედვისა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. თიბისის გუნდმა ინვესტორებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საქართველოსა და აჭარის მაკროეკონომიკური დინამიკისა და ძირითადი სექტორების მიმოხილვა, ასევე კურორტ გოდერძის განვითარების გეგმები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
1791964815
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს
„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...
1791958715
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი
4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...




























