სპორტის მინისტრი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებს შეხვდა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული და უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ქართველ ძალოსნებს შეხვდა და ჩემპიონატებზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა; მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები.

საწვრთნელ პროცესში ჩართულია ლაშა ტალახაძეც. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ლაშა ტალახაძის მიზანია 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვება.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 12 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ალბანეთში გაიმართება.

უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს კი ჩინეთი 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788614876

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო 7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. „7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1788610664

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი გვარამიას განცხადებაზე: მუქარა მათი სტილია, ეს არის პროევროპული პარტია? რომლის ლიდერებიც ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ და, ძალაუფლების არქონის დროსაც კი, საზოგადოებას ემუქრებიან?

ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, მუქარა ამ ადამიანების ს...

გურამ მაჭარაშვილი

1788609975

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს, თორემ პოლიტიკური სვავებივით არიან „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები - ოღონდ კი რამეს ჩაეჭიდონ, რომ აქ არეულობა მოხდეს

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს სამართალდამცველების კითხვებს გიორგი ლილუაშვილი უპასუხებს. საქმეზე უკვე გამოიკითხა 9 პი...

გურამ მაჭარაშვილი

1788608169

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ორგანიზაცია, ეს დესტრუქცია კი მათი ლიდერებისა და წევრების ქცევის წესად არის ჩამოყალიბებული

„ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსით არის დესტრუქციული ორგანიზაცია, ხელისუფლებაში და ახლა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც მხოლოდ დესტრუქციით არის დაკავებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1788605468

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: ჩვენთვის ორმაგად სამწუხაროა, რომ ბატონმა ღარიბაშვილმა რადიკალური ოპოზიციისათვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო

„ირაკლი ღარიბაშვილის წერილსა და ოპოზიციის დღის წესრიგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ განა...

თორნიკე ფაღავა