მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს 4 მილიონ 600 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა

„ჩვენს ქვეყანაში ავიაციის ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, მიმდინარე წელს აღნიშნული დინამიკა შენარჩუნებულია და ჩვენი ქვეყნის საავიაციო სექტორი კვლავ განაგრძობს რეკორდული მაჩვენებლით ოპერირებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს საავიაციო სექტორში არსებული ტენდენციების შესახებ საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა ქვეყნის აეროპორტებში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებზე.

„2025 წელს ჩვენმა ქვეყანამ რეკორდული მაჩვენებლებით უმასპინძლა მგზავრთნაკადს, 8.5 მილიონი მგზავრი - ეს არის ის მოცულობა და ის რაოდენობა მგზავრთნაკადის, რომელსაც ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა გასულ წელს უმასპინძლა. ამავდროულად, რეკორდული იყო მგზავრთნაკადის კვალდაკვალ ასევე შესრულებული რეისების რაოდენობა და საგულისხმოა ისიც, რომ საჰაერო გზით გადაყვანილი და გადატანილი ტვირთების რაოდენობაც 54%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს 4 მილიონ 600 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ სამივე საერთაშორისო აეროპორტში და გაზრდილია ასევე შესრულებული ფრენების რაოდენობა, მიუხედავად რეგიონში არსებული და ზოგადად, გლობალურად ავიაციის სექტორში არსებული გამოწვევებისა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საავიაციო სექტორში არსებულ ზრდას ხელისუფლება ახალი ინფრასტრუქტურით პასუხობს. ამ საკითხზე საუბრისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე, ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე.

„მიმდინარე პერიოდში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი არაერთი ინფრასტრუქტურული სამუშაო. 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია ხორციელდება თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში, რის შედეგადაც 10 მილიონამდე მგზავრს ვუმასპინძლებთ. ასევე გვაქვს აქტიური მიმდინარე მშენებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რის ფარგლებშიც ჩვენ სრულიად ახალ, 3.5 კილომეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ვაწყობთ და ამასთანავე, ვემზადებით და აქტიური სამუშაო პროცესი გვაქვს ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოცხადებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი - უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების საჰაერო ხელმისაწვდომობას და შესაბამისად, მათ განვითარებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი