„აი, ის, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში“ - კახა კალაძე

„აი, ის, ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კალაძის თქმით, ძალიან სამწუხაროა ეს განცხადებები და ის, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო.

„ასევე, მოვისმინეთ: ადამიანი, რომელიც უამრავ კარგ საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის, როგორც ქველმოქმედი, როგორც მეცენატი, მხედველობაში მყავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აქვს აღდგენილი, ჯარისთვის ნატო-ს სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სკოლების რეაბილიტაცია - ამ ადამიანზე გვეუბნებიან, რომ ის ცუდი კაცია და უნდა დაისაჯოს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და აბსოლუტურად არცერთ სიტყვას, რომელიც რეზოლუციაშია ნახსენები, პირადად მე არ ვეთანხმები.

თითოეულ ჩვენგანს სანქციები რომ დაუწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პირველ რიგში, აი, ის ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარი ჰყავთ, ფინანსურადაც უფრო მაგრები არიან, ხალხის რაოდენობითაც უფრო მეტნი ცხოვრობენ თავიანთ ქვეყნებში და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ომში... ეს დამოკიდებულება რაც გუშინ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა“, - თქვა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე ლადო აფხაზავაზე?

🔵 „ოლიგარქ ივანიშვილის შავბნელი ეპოქა მთავრდება“ - შალვა ნათელაშვილი

🔵 „ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტი, როცა თავს ზევით ძალა არაა“ - ნინო გაჩეჩილაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებებს დაუბრუნდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786345454

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ

არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...

ირაკლი კირცხალია

1786344809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...

ირაკლი კირცხალია

1786344347

ახალი ამბები

„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...

პოლიცია

1786342669

მსოფლიო

ტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სამთავრობო ოფისში სროლა იყო, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრო...

ტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნ

1786340627

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული

გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის გ...

ირაკლი ქადაგიშვილი