პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალ შაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალ შაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში, 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად, შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1790687096
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო ჯგუფის კონცეფცია და სამო...
1790686083
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია
„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია“, - ამის შესახებ პარლა...
1790685396
მსოფლიოირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერმა დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა და მას ბრალი დასდო ამერიკელებისთვის სიმართლის დამალვაში როგორც ირანის ბირთვულ პ...
1790684091
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის
ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,...
1790683088
საზოგადოება3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების...



























