გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება 29 სექტემბერს, გულის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. მინისტრმა ყურადღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციასა და მათ ეფექტურ მართვაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კარდიოვასკულურ გართულებათა ადრეული გამოვლენა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ირმა ხონელიძემ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გავრცელების დინამიკა და ძირითადი რისკფაქტორები მიმოიხილა, ხოლო საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა ბეჟან წინამძღვრიშვილმა, ყურადღება კარდიოვასკულურ გართულებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და ეფექტური მართვის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე გაამახვილა.
ღონისძიებაზე ჰიპერტენზიის სკრინინგის შედეგებსა და გამოწვევებზე ასევე ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმდინარე სტატისტიკასა და აღნიშნულ პროცესში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობის გაძლიერების მექანიზმებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ ფინანსდება, როგორც ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია, ისე კარდიოქირურგიული ოპერაციები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ქრონიკული მედიკამენტები.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და თეა გიორგაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
1790692065
ახალი ამბებითამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი
„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა მსო...
1790690646
საზოგადოებაპროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალ შაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალ შაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამი...
1790690252
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: დედის გინება, ბულინგი არც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს, არც ქართული კულტურის ნაწილია, მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით
„მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ კი არ იგინებოდა, საზოგადოებას ემუქრებოდა. საქართველოში ასეთი მუქარების წახალისება წვეთ-წვეთად მოხდა, პოლარიზაციის გაჩენაში ფულის ჩადებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმა...
1790688710
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: ქუთაისის აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
„3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ფართოფუზელაჟიანი საჰაერო ხომალდები, რაც უფრო შორ მანძილზე ფრენების განხორციელების, მეტი მგზავრის მომსახურებისა და სატვირთო გადაზიდვების...
1790688088
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი IRI-ს კვლევაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს გამოკითხვის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ჯამში 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხა...



























