დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები, ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული
„დღევანდელი მოცემულობით, სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები. ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული, მათ შორის შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ ოპოზიციური პარტიების მიმართ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მისივე თქმით, თუ ეს ადამიანები პოლიტიკას ჩამოშორდებიან, ავტომატურად გამოჩნდება გარკვეული ნიშა, რომლის შევსებაც უფრო მარტივი იქნება ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის.
„დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც რაიმე გაერთიანება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, შესაძლოა, ვიღაც იყო ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც იმ მომენტში დგამდა პირველ ნაბიჯებს, მაგრამ იმდენი მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ დაშლის შემდეგ ეს პარტიაც ავტომატურად გაუქმებული იყო და „ნაცებთან“ იყო შეერთებული. არც ერთ ახალ პარტიას მათ არ მისცეს საშუალება, რომ დამოუკიდებელი თამაში ეთამაშათ.
თუ ესენი აღარ იქნებიან პოლიტიკურ ველზე და მე აშკარად ვხედავ იმ დანაშაულის ნიშნებს, რაც მათ საქმიანობაში წარსულში იყო, უფრო მარტივად მოხდება გარკვეული ძალების მიერ ამ ნიშის დაკავება და შესაძლოა, ჩვენ მართლაც ვნახოთ ახალი პოლიტიკური პარტიები, რომელთა შეხედულებები იქნება იმ ამომრჩევლის შეხედულებებთან ახლოს, რომელიც არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან კრიტიკულად არის განწყობილი როგორც ოპოზიციის მიმართ, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ“, - აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.
1790688710
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: ქუთაისის აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
„3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ფართოფუზელაჟიანი საჰაერო ხომალდები, რაც უფრო შორ მანძილზე ფრენების განხორციელების, მეტი მგზავრის მომსახურებისა და სატვირთო გადაზიდვების...
1790688088
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი IRI-ს კვლევაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს გამოკითხვის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ჯამში 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხა...
1790687349
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790687096
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო ჯგუფის კონცეფცია და სამო...
1790686083
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია
„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია“, - ამის შესახებ პარლა...



























