ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობსჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნნული ქმედება 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
1783682447
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო
„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის კარ...
1783681837
სპორტიRAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ
11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველო...
1783680447
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ...
1783679506
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ
ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“...
1783678723
საზოგადოებაგიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ა...


























