ალეკო ელისაშვილი: მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ რომ მემოქმედა. არ გამომივიდა

ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასამართლოზე თქვა, რომ ქმედების მიზეზი პროტესტი იყო, რომელიც ახრჩობდა.

„მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ რომ მემოქმედა. არ გამომივიდა“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ე.ი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783683679

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს არ ესწრებოდ...

საქალაქო სასამართლო

1783683312

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ...

თენგიზ შარმანაშვილი

1783683113

ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებ...

ალეკო ელისაშვილ

1783682447

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო

„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის კარ...

ვახტანგ ცინცაძე

1783681837

სპორტი

RAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველო...

სპორტსმენები