თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე იხდის მსჯავს, დავით დეკანოსიძე კი მიმალვაშია.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორი მედეა ცირამუა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ამის მოტივად კი ბარლდების მხარემ ბრალდებულთა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მათი მხრიდან დანაშაულებრივი ხასიათის საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები დაასახელა.
„ის თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ის არის მიმალვაში. ნასამართლევია დავით კაჭარავაც, ნარკოდანაშაულზე“, - აღნიშნა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.
დავით დეკანოსიძის ადვოკატმა კი სასამართლოს უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
როგორც ცნობილია, პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა.
1783683113
ახალი ამბებიალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებ...
1783682447
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო
„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის კარ...
1783681837
სპორტიRAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ
11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველო...
1783680447
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ...
1783679506
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ
ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“...



























