ალექსანდრე დარახველიძე: მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში
თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრის ანი წითლიძის განცხადებას.
წითლიძე მტკიცებულებების გარეშე, ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის და ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები გაზრდილია, რაშიც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი უცხოური აგენტურის მორიგ პროვოკაციულ დავალებაზე საუბრობს.
საქართველოს შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, მათგან 92% გახსნილია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 6 500-ზე მეტი პირი მიეცა.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. საპოლიციო დანაყოფები ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ატარებენ შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რათა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის თითოეული ფაქტი დროულად იქნეს გამოვლენილი და დანაშაულის ჩამდენი პირები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 9 800-ზე მეტი ფაქტი იქნა გამოვლენილი ნარკოდანაშაულის, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
დღეის მდგომარეობით, პირველი 8 თვის მანძილზე, 6 500-ზე მეტი პირია ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული, საიდანაც 1 251 პირი სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციასა და გავრცელებაში“, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
1790341672
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6218 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790340058
ახალი ამბებიხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე ნუკა არველაძეს: რაც შენ „ოცნებამ“ პატივი გცა, არც მადლიერება გცოდნია და არც ადამიანობის გაგეგება, ახლა ვრწმუნდები, „ნაცებს“ კი არ ებრძოდი, პირიქით, მათ ჰყავდი დასაქმებული
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში ნუკა არველაძის ბოლოდროინდელ კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენ არის მიმართული. გუდაძე მას აკრიტიკებს...
1790338763
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: რა თქმა უნდა, ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ამის ფონზე უნდა წარიმართოს ყველა მოლაპარაკებები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებ...
1790338098
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინ...
1790337964
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“ სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა
„ნაცმოძრაობას“ ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეო...




























