„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.
27 სექტემბრის 06:00 საათიდან 12:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზეც: ინაშვილის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დაჩი უჯარმელის ქუჩებზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაბამის მონაკვეთზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, დიმიტრი გულუას მოედანზე, გია გულუას, ჯოვანი სკუდიერის, ხიდის, იტალიის, სოლიკო ვირსალაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა გარბენის პარალელურად, ეტაპობრივად გაიხსნება.
შეზღუდვის პერიოდში პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ თამარ ჭოველიძის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანის, იერუსალიმის, თუმანიანის, ვახტანგ გორგასლისა და გულუას ქუჩების გავლით.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი ავტომანქანები ვერ გააგრძელებენ მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისკენ, მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ მხოლოდ გალაკტიონის ხიდის გავლით კოტე მარჯანიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
გულუას ქუჩიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და 300 არაგველის ხიდის გავლით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.
1790338763
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: რა თქმა უნდა, ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ამის ფონზე უნდა წარიმართოს ყველა მოლაპარაკებები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებ...
1790338098
საზოგადოებაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინ...
1790337964
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“ სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა
„ნაცმოძრაობას“ ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეო...
1790336838
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვ...
1790336330
საზოგადოებაპატრიარქი: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
„უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი სიმბოლურად არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში...



























