გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას აგრძელებს და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.
ორგანიზაციის მიერ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივ ანალიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია, ვინაიდან, „მის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოტანილი განაჩენები, განსაკუთრებით ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“, აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილ პოლიტპატიმრობის რამდენიმე კრიტერიუმს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მოსაზრებით, საქმეთა ერთობლიობა და სასჯელთა შეკრების პრინციპით პატიმრობის ვადის 12 წლითა და 6 თვით განსაზღვრა, რაც მიმდინარე საქმეების ფონზე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ავლენს ხელისუფლების დომინანტურ, ფარულ პოლიტიკურ მიზანს.
„პერმანენტული სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ასეთი ხანგრძლივი ვადის დაკისრება სცილდება მართლმსაჯულების აღდგენის მიზნებს და ემსახურება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხანგრძლივ იზოლაციას რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან.
ეს გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის “ა”, “გ”, “დ” და “ე” კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში.“ - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.
1790332369
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინ...
1790330922
ახალი ამბებინინო წილოსანი: საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს
„ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად...
1790329187
ახალი ამბებიწინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდე...
1790327974
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული დ...
1790326472
ახალი ამბებიკახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
„ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - ამის შესახებ...



























