გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მოქალაქე, სოფელ გავაზის მიმდებარედ, მდინარე ალაზნის შესართავთან, მდინარე ბურსის კალაპოტში, თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტრო იარაღის გამოყენებით ახდენდა.

სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 10 კგ-მდე თევზი.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 8 თვეში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790333476

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედებთან

ანა წითლიძე არის ჩვეულებრივი „ნაცპროპაგანდისტი“. შეიძლება, რომ წავიდეს და მაგალითად მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, ბაჩო ახალაიას სახლებთან ჩამოდგეს და იქ ჩაატაროს აქციები სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთა...

არჩილ გორდულაძე

1790332369

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტს ენდრიუ პარსონსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) პრეზიდენტს, ილგარ რაჰიმოვს უმასპინ...

მიხეილ ყაველაშვილი

1790330922

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს

„ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად...

ნინო წილოსანი - პოლიტიკოსი

1790329187

ახალი ამბები

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდე...

პროკურატურა

1790327974

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული დ...

დავით ჩიხელიძე