2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო წლების დინამიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული კულტურების წარმოების, ისე პროდუქტიულობის, წარმოების სტრუქტურისა და საექსპორტო შესაძლებლობების ცვლილების გათვალისწინება.

საქსტატის მონაცემებით, 2012-2025 წლებში არაერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მევენახეობისა და კაკლოვანი კულტურების მიმართულებები: ყურძნის წარმოება 144.0 ათასი ტონიდან 348.9 ათას ტონამდე, ხოლო თხილის წარმოება 24.7 ათასი ტონიდან 49.3 ათას ტონამდე გაიზარდა. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ყურძნის წარმოება 142%-ით, ხოლო თხილის - თითქმის ორჯერ გაიზარდა.

განსაკუთრებული დინამიკა შეინიშნება კაკლოვანი კულტურების საექსპორტო მიმართულებითაც. 2025/2026 მარკეტინგულ წელს, საქართველოდან ექსპორტირებული 18.5 ათასი ტონა თხილიდან 12.5 ათასი ტონა ევროკავშირის ქვეყნებში - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში გავიდა. 2025/2026 წელს კაკლოვანი ხილის ექსპორტის ღირებულებამ 188.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდის დინამიკა დაფიქსირდა სხვა მრავალწლოვან კულტურებშიც. კაკლის წარმოება 4.8 ათასი ტონიდან 7.8 ათას ტონამდე, ვაშლის - 45 ათასი ტონიდან 62.9 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო ხილის საერთო წარმოებამ, ყურძნისა და ციტრუსის გარდა, 157.9 ათასი ტონიდან 215.8 ათას ტონას მიაღწია.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაშიც. 2012-2025 წლებში კვერცხის წარმოება 474 მილიონიდან 692.9 მილიონ ცალამდე გაიზარდა, ღორის ხორცის - 11.8 ათასი ტონიდან 32.8 ათას ტონამდე, ფრინველის ხორცის - 11.7 ათასი ტონიდან 25.6 ათას ტონამდე, ხოლო ძროხის ხორცის - 16.2 ათასი ტონიდან 24.2 ათას ტონამდე.

განსაკუთრებული დინამიკა შეინიშნება მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. 2025 წელს საქართველოში დაახლოებით 340 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ღვინის სექტორის განვითარების დინამიკას წარმოებისა და ექსპორტის მაჩვენებლებიც მკაფიოდ აჩვენებს. 2012 წელს რთველის ფარგლებში მხოლოდ 52 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და ღვინის მწარმოებელთა რეგისტრირებული რაოდენობა 40-მდე კომპანიას შეადგენდა. 2025 წლის რთველისთვის კი ღვინის მწარმოებლად უკვე 500-მდე კომპანია იყო რეგისტრირებული.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრებიც. 2012 წელს ქართული ღვინო დაახლოებით 40 ქვეყანაში, 65 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით, იყო ექსპორტირებული, ხოლო 2025 წელს ექსპორტმა 71 ქვეყანას მიაღწია და 268 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ახალი მიმართულება გახდა მოცვის წარმოება და ექსპორტი. მოცვი დღეს უკვე საქართველოს აგროსასურსათო ექსპორტის მნიშვნელოვანი ახალი პროდუქტია და ქართული პროდუქციის ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობას ქმნის.

ამასთან, 2012-2025 წლებში პირველადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების ღირებულება თითქმის სამჯერ გაიზარდა. ამავე წლებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა ოთხჯერ მოიმატა და 1.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემები სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებების მასშტაბსა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე მიუთითებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790338763

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: რა თქმა უნდა, ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ამის ფონზე უნდა წარიმართოს ყველა მოლაპარაკებები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებ...

ლევან მაჭავარიანი

1790338098

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. ინ...

ბრაკონიერობის ფაქტი

1790337964

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“ სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა

„ნაცმოძრაობას“ ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეო...

არჩილ გორდულაძე

1790336838

ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვ...

საქართველოს საპარლამენტო

1790336330

საზოგადოება

პატრიარქი: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

„უფლისგან ჩვენდამი მინდობილი და ბოძებული ვენახი სიმბოლურად არის ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენგანის მისია და საქმიანობა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში...

შიო მესამე