შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში ადვილია, მიიღო ცოდნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა, მათ შორის უპირველესია პატრიოტიზმი
მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, უკვე მეოთხე ნაკადს შეგხვდეთ და გესაუბროთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც „ჯარის ბანაკი“ ატარებს. ამ ადგილთან მაქვს სპეციფიკური, ემოციური კავშირი. წლების წინ, სწორედ აქ, კოჯორში გავიარე რეზერვისტთა მომზადების კურსი. ასე რომ, ეს ადგილი ბევრ მოგონებას აცოცხლებს ჩემში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ჯარის ბანაკი 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს „ჯარის ბანაკის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„მინდა, განსაკუთრებით გისურვოთ, რომ ეს დღეები, რომელსაც აქ, „ჯარის ბანაკში“ გაატარებთ, გამოიყენოთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოთ ახალი მეგობრობა თქვენს თანაკურსელებთან, რა თქმა უნდა, მიიღოთ ის ცოდნა, რომელიც „ჯარის ბანაკის“ ფარგლებში გადმოგეცემათ. და უბრალოდ, ამ მშვენიერ გარემოში იფიქროთ თქვენს სამშობლოზე, ოჯახზე, თქვენი ქვეყნის მომავალზე.
საზაფხულო შეკრებებს ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა წარსულშიც. სპორტული შეკრება, საგანმანათლებლო შეკრება, სამთო შეკრება, სალაშქრო, თუ სხვა სახის შეკრებები იმართებოდა ხოლმე, რომელიც ყოველთვის იბეჭდებოდა იმ მოზარდების გულსა და გონებაში, ვინც ამ შეკრებაში მონაწილეობდა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, ჯარის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანას ჰყავს საამაყო სამხედრო მოსამსახურეები და ჯარი, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის დაძახებულზე ყოველ წამს მზად არიან, დადგნენ ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. ამიტომ, ჯარის თემატიკა განსაკუთრებული შინაარსის არის.
დღევანდელ სამყაროში ადვილია, მიიღო სხვადასხვა სახის განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა. ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. ამ ფასეულობების შეძენას სჭირდება თავისი გარემო და სად, თუ არა ჯარში არის ის გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ, მთლიანად შეიგრძნოთ პატრიოტიზმის სიხარულიც და ტვირთიც. ეს ორივე ერთად არის ჯარში, როგორც პასუხისმგებლობა და გააზრება იმის, რომ ქვეყნის სამსახურში დგება ადამიანი.
მინდა, გისურვოთ საინტერესო დღეები, გაატაროთ ეს დღეები იმ შეგრძნებით, რომ მოვა დრო და თქვენ როგორც მშობლები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენს ოჯახზე და თქვენს ქვეყანაზე.
ამიტომაც არის ჩვენი და ამ პროექტის ვალდებულება, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის იყოთ მზად, რადგან პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული დიდ პრივილეგიასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობაც.
გისურვებთ „ჯარის ბანაკში“ გატარებული დღეები სამუდამოდ აღბეჭდილიყოს თქვენს გონებასა და გულში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1782113072
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა. მისი თქმით, გადაიხედა კანონმდებლობ...
1782111662
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ირანი დღეს აღარ...
1782110688
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: სახელმწიფოს მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, გაგრძელდება სწორი ადმინისტრირება, რათა თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს
„სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მძღოლების მხრიდან კანონით განსაზღვრული წესების დაცვა“, - ამის შესახებ შინაგ...
1782109272
ახალი ამბებიავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი
სოფელ შავშებთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით ავარია დღეს, 22 ივნისს დილით მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანს...
1782108120
ახალი ამბები2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო...































