ალექსანდრე წულაძე: ინკლუზიურ განათლებას საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა. ალექსანდრე წულაძის განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა.
მინისტრი განმარტავს, რომ გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო, რაც მიზნად ისახავს უწყების სტრუქტურის ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას. ალექსანდრე წულაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დამტკიცდება ინკლუზიური განათლების ახალი, ორწლიანი სამოქმედო გეგმაც.
„მინდა ძალიან ხმამაღლა განვაცხადო, რომ ინკლუზიურ განათლებას საქართველოში არავითარი საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა ჩვენი სამინისტროს სტრუქტურული ოპტიმიზაციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციური გადანაცვლება მოხდა. რაც შეეხება შინაარსობრივი და პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, არავითარი ცვლილება, რამაც, შესაძლოა, შელახოს ან დაკარგოს ის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც დღესაც ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით განხორციელდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ასეთი არც განხორციელებულა და არც განხორციელდება“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
1749579413
ახალი ამბები„იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით ვაღებ“ - კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. დედაქალ...
1749576445
ახალი ამბებიმილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო იხსნება. ოფიციალურ ცერემონიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა. საკონსულო ჩრდილო იტალიის რვა რეგიონს მოიცავს. „დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თით...
1749574505
ახალი ამბებიპარლამენტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა. როგორც ლევან...
1749571511
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი საკადრო ცვლილებებზე: გასაგებია, რომ ოპოზიცია ამით სპეკულირებს, სხვა რა დარჩენიათ
მე ცოტა ფართო კონტექსტში შევხედავდი საკადრო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებში მიმდინარეობს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე რაც გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მი...
1749568971
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ძალიან დაემთხვა ერთმანეთს ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, პენსიაზე გაუშვა და თამარ ტალიაშვილი, როგორც საქართველოს ელჩი, პრაქტიკულად, უკვე მიიღო
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ძალიან დაემთხვა ერთმანეთს...