„ალილოს“ მსვლელობის დროს გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
„შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება, რის გამოც 7 იანვარს, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანისა და ლეო ქიაჩელის ქუჩებზე მოხვედრა ვაშლოვანისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით იქნება შესაძლებელი. ასევე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით შეძლებენ.
პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილის, მარო მაყაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას მძღოლები მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრას შეძლებენ გრიბოედოვის, მარო მაყაშვილის, ვასილ ბარნოვის, მიხეილ ზანდუკელისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.
15:00 საათიდან, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში, თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, რა დროსაც გადაადგილება დასაშვები იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.
ამ დროს, მოძრაობა დაშვებული იქნება გიორგი ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება: ლესია უკრაინკას, არჩილ ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩებზეც.
თავისუფლების მოედნიდან მსვლელობა გაგრძელდება სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება: ბარათაშვილის ხიდზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართსა და ავლაბრის მოედანზე.
ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვისას, თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები, გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და კოტე აფხაზის ქუჩის გამოყენებით, ხოლო ავლაბრის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მშრალი ხიდის გავლით - კოსტა ხეთაგუროვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
ავლაბრის მოედანზე შეზღუდვისას, ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრავი ავტომობილები სვლას ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით გააგრძელებენ, უკუმიმართულებით კი ბარათაშვილის ხიდის გავლით მოძრაობას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იმავე მარშრუტით შეძლებენ.
ასევე, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობისას, ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ იმოძრავებს, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1767793452
საზოგადოებათამთა სოფრომაძე: ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედ...
1767792706
საზოგადოებათამთა სოფრომაძე: ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა
2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურა...
1767790070
საზოგადოებაპარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, ალილოს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ქრისტეს შობის დღესას...
1767788331
მსოფლიოABC News: ტრამპი ვენესუელისგან რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს შეუთვალა, რომ რეჟიმმა თეთრი სახლის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, სანამ მას ნავთობის მოპოვების გაზრდის საშუა...
1767786611
საზოგადოებანუნუშა ვასაძე: ევროკავშირი გლობალურ პოლიტიკაში მოთამაშე ვეღარ არის სამწახაროდო, შალვა პაპუაშვილი ამბობს ვენესუელას კონტექსტში და რა ევროკავშირი, სენატორებმა და კონგრესმენებმა არ იცოდნენ არაფერიო - რომელიღაც ჟურნალისტი აწვება მთელი სერიოზულობით
ფეისბუკ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტის რეპლიკას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ევროკავშირი გლობალურ პოლიტი...



























