ABC News: ტრამპი ვენესუელისგან რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს შეუთვალა, რომ რეჟიმმა თეთრი სახლის მოთხოვნები უნდა შეასრულოს, სანამ მას ნავთობის მოპოვების გაზრდის საშუალებას მისცემენ. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

პირველ რიგში, როგორც ტელეარხი იუწყება, ვენესუელამ ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და კუბასთან ეკონომიკური კავშირები უნდა გაწყვიტოს. მეორე, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს, არის ის, რომ ოფიციალურმა კარაკასმა ნავთობის წარმოების საქმეში მხოლოდ აშშ-თან უნდა ითანამშრომლოს და ნედლი ნავთობის გაყიდვისას ამერიკას მიანიჭოს პრიორიტეტი.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენებთან გამართული დახურული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ამერიკას შეუძლია აიძულოს ვენესუელა წავიდეს დათმობაზე, რადგან ქვეყნის სანავთობო ტანკერები გადატვირთულია. რუბიომ აგრეთვე განუცხადა კანონმდებლებს, რომ მისი შეფასებით, კარაკასს რამდენიმე კვირა დარჩა, სანამ ის თავისი ნავთობის მარაგების არ გაყიდვის გამო შემოსავლების გარეშე დარჩება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767867997

ახალი ამბები

პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სა...

პროკურატურა

1767865793

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ბიბისის“ წინააღმდეგ საჩივარი მომზადებულია

 საჩივარი მომზადებულია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ვადა სარჩელის შესატანად და აუცილებლად შევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროცედურაა, რომ თ...

შალვა პაპუაშვილი

1767859902

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ძალიან თანმიმდევრულია ევროკავშირი იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, დღემდე მიკვირს, რატომ არ იბრძვიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, საკუთარი სისხლის დაღვრა რატომ არ უნდათ?

 ძალიან თანმიმდევრულია ევროკავშირი იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარის...

შალვა პაპუაშვილი

1767856851

ახალი ამბები

ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მიიმალა“ - ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი მარნეულში დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წე...

დაკავება

1767856058

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანა...

პოლიცია